სპონდილიტი
სპონდილიტი (ბერძ. Spondylos — მალა)— ადამიანის ხერხემლის ქრონიკული ანთებითი დაავადება. უმეტეს შემთხვევაში მიზეზია ტუბერკულოზი, უფრო იშვიათად სხვა ინფექცია.
ტუბერკულიოზური სპონდილიტით უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები 10 წლამდე. უმეტესად ზიანდება გულმკერდის მალები.
ტუბერკულიოზური სპონდილიტი ნელი მიმდინარეობით ხასიათდება. დასაწყისში ცვლილებები მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევებით ხასიათდება. დაზიანებულ მალებთან ახლომდებარე ქსოვილებზე პროცესის გადასვლასთან ერთად იწყება ტკივილი, რომლებიც მოძრაობისას ძლიერდება. სპონდილიტის დროს ხერხემლის დეფორმაცია კუზის გაჩენის უხშირესი მიზეზია. ზურგის ტვინზე ან მისგან ნერვულ ფესვებზე მალების დეფორმირებული სხეულის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს დამბლა, ტკივილი ნერვების გაყოლებით და მგრძნობელობის მოშლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 522.