შენგრაბენის ბრძოლა

შენგრაბენის ბრძოლა
მესამე კოალიციის ომის ნაწილი ნაწილი
თარიღი 4 (16) ნოემბერი, 1805
მდებარეობა შენგრაბენი, ჰოლაბრუნი
შედეგი ფრანგების ტაქტიკური გამარჯვება, რუსების სტრატეგიული წარმატება
მხარეები
საფრანგეთის პირველი იმპერია ავსტრიის იმპერია
რუსეთის იმპერია
მეთაურები
იოახიმ მიურატი პეტრე ბაგრატიონი
ძალები
30,000 (ან 20,600) 6,000 (ან 7,200)
დანაკარგები
1,200 2,402
შენგრაბენის ბრძოლა ვიკისაწყობში

შენგრაბენის ბრძოლა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჰოლაბრუნის ბრძოლა) — მესამე კოალიციის ომის ერთ-ერთი ბრძოლა, რომელშიც 1805 წლის 4 (16) ნოემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რუსეთის არმიის არიერგარდი, პეტრე ბაგრატიონის და საფრანგეთის არმიის კორპუსი იოახიმ მიურატის მეთაურობით. იმის მიუხედავად, რომ ფრანგებმა მცირერიცხოვან მტერზე ტაქტიკურად გამარჯვება მოიპოვეს, ბრძოლა რუსების სტრატეგიული წარმატებით დამთავრდა, რადგან არიერგარდმა შეძლო მტერი ორი დღით შეეყოვნებინა და ძირითადი არმიის უკან დახევა უზრუნველყო.

წინაპირობები რედაქტირება

1805 წლის აპრილში შეიკრა რიგით მესამე კოალიცია საფრანგეთის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისე დაამარცხა, რომ 9 (21) ოქტომბერს ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. კუტუზოვმა გადაწყვიტა სწრაფი უკან დახევით ეშველა თავისთვის და არმია დუნაის მეორე მხარეს გადაეყვანა. გზაში მას მაკის არმიიდან გადარჩენილი ავსტრიელებიც შეუერთდნენ კინმაიერის მეთაურობით. კუტუზოვის გეგმა ითვალისწინებდა დუნაის გადალახვის შემდეგ არმიის ბუკსგევდენის კორპუსთან შეერთებას.

რუსეთის არმია უკან დახევას ცდილობდა საარიერგარდო ბრძოლებით, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. უკან დახევისას მისმა არიერგარდმა მდინარე ენსი გადალახა და შემდეგ გადასასვლელები გადაწვა მტრის შესაჩერებლად.[1] თუმცა მათ მაინც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ამშტეტენთან და კრემსთან ბრძოლების შემდეგ არმიამ დუნაი გადალახა.[2]

3 (15) ნოემბერს ვენის აღების შემდეგ მარშალ იოახიმ მიურატის შენაერთმა დუნაი გადალახა და შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. მიურატის შესაჩერებლად და არმიის უკან დახევის უზრუნველსაყოფად კუტუზოვმა გაგზავნა არიერგარდის მეთაური გენერალ-მაიორი პეტრე ბაგრატიონი თავისი 6,000 კაციანი შენაერთით.

ბრძოლა რედაქტირება

 
ბაგრატიონი ხვდება კუტუზოვს შენგრაბენთან

ბაგრატიონმა თავისი მე-6 ეგერთა პოლკით ჰოლაბრუნიდან 6 კმ–ით მოშორებით დაიკავა პოზიცია, პატარა ქალაქ შენგრაბენთან. მან ცენტრში დააყენა სამი ქვეითი პოლკი, ფლანგებზე კავალერია, ხოლო ორი ქვეითი პოლკი რეზერვში იმყოფებოდა.[3] ჟილინის მიხედვით ბაგრატიონმა ჰოლაბრუნში დააყენა ავანგარდი, რომლებსაც ავსტრიელი კავალერისტები შეადგენდნენ, თუმცა მიურატმა ისინი დაარწმუნა, რომ ფრანგებსა და ავსტრიელებს შორის ზავი დაიდო, ამიტომ ავსტრიელებს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამის შემდეგ მიურატმა კორპუსი ჰოლაბრუნში დააბანაკა. აქ მან დიდი შეცდომა დაუშვა. მას ეგონა მის წინ იყო რუსეთის მთელი არმია და მათი შეყოვნების მიზნით მოლაპარაკებები შესთავაზა. თავადი ბაგრატიონი რა თქმა უნდა დათანხმდა ფრანგი მარშლის შემოთავაზებას, რადგან მას ხელს აძლევდა დამატებითი დროის მოგება სანამ კუტუზოვის არმია ბუკსგევდენის 45–ათასიან კორპუსს შეურთებოდა. როდესაც ნაპოლეონმა მოლაპარაკებებისა და დროებითი ზავის შესახებ გაიგო, ბაგრატიონს ხრიკს მიუხვდა, საშინლად გაბრაზდა და მიურატს მისწერა:

 
„სიტყვები ვერ გამომინახავს, რომ უკმაყოფილება გამოგიცხადოთ. თქვენ მეთაურობთ მხოლოდ ჩემს ავანგარდს და უფლება არა გაქვთ ჩემი ბრძანების გარეშე დროებითი ზავი დასდოთ. თქვენ მაიძულებთ დავკარგო მთელი კამპანიის ნაყოფი. დაუყოვნებლივ დაარღვიეთ ზავი და გაილაშქრეთ მტრის წინააღმდეგ. აცნობეთ მას, რომ გენერალს, რომელიც ზავს დათანხმდა არ ჰქონდა ამის უფლება. მხოლოდ რუსეთის იმპერატორს შეუძლია ხელი მოაწეროროს ხელშეკრულებას და ასეთ შემთხვევაში მეც ასევე მოვაწერ ხელს. მაგრამ ახლა ეს არის მხოლოდ საომარი ხრიკი. დაიძარი და გაანადგურე რუსეთის არმია. შენ შეგიძლია დაეპატრონო მათ მარაგს და არტილერიას“

წერილის მიღების შემდეგ მიურატმა ბაგრატიონს აცნობა, რომ ზავი დამთავრდებოდა ღამის 5 საათზე. ასე, რომ ბრძოლა ღამე დაიწყო. რვასაათიანი[4] ბრძოლის შემდეგ ბაგრატიონის არიერგარდი ალყაში მოექცა, თუმცა მისი გარღვევა შეძლო და უკან დახევა დაიწყო. თავისი მოქმედებით ბაგრატიონმა უზრუნველჰყო არმიის მშვიდობიანი უკან დახევა.

შედეგები რედაქტირება

ბრძოლის შედეგებს ნათლად ასახავს კუტუზოვის წერილი, რომელიც ალექსანდრე I–ს გაუგზავნა:

 
„…მოწინააღმდეგემ ალყა შემოარტყა გენერალ-მაიორ თავად ბაგრატიონს იმგვარად, რომ მისი კორპუსის განადგურება გარდაუვალი იყო. …თავადი ბაგრატიონი 6 ათასი კაცისაგან შემდგარი კორპუსით ებრძოდა სხვადასხვა გენერალ–ფელდმარშლების მეთაურობის ქვეშ მყოფ 30 ათას კაცს, გეგმაზომიერად დაიხია უკან და 7 ნოემბერს[5] შემოუერთდა არმიას. თან მოიყვანა ტყვეები: ერთი ვიცე-პოლკოვნიკი, ორი ოფიცერი, ორმოცდაათი რიგითი და ერთი ფრანგული ალამიც მოიტანა. მოწინააღმდეგის ზარალი დიდია, რასაც თვით ტყვეებიც ადასტურებენ.[6]

ბაგრატიონის არიერგარდის ყველა მებრძოლს მამაცური ბრძოლისთვის დაურიგეს სამკერდე ნიშნები, რომელზეც ეწერა:„ხუთი ოცდაათის წინააღმდეგ“.[7] ავსტრიელებმა კი მათ „გმირთა რაზმი“ შეარქვეს.

ბრძოლა ლიტერატურაში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. პ. ჟილინი - კუტუზოვი, თბილისი, 1987, გვ.100
  2. Русский биографический словарб,т-II, c.395
    პ. ჟილინი - კუტუზოვი, თბილისი, 1987, გვ.101
  3. პ. ჟილინი - კუტუზოვი, თბილისი, 1987, გვ.103
  4. ალექსანდრე მიქაბერიძე — პეტრე ბაგრატიონი: ნაპოლეონის ომების საუკეთესო ქართველი გენერალი
  5. წერილში მოცემულია თარიღი იულიუსის კალენდრით
  6. ნ. ნაკაშიძე–ბოროდინოს გმირი, თბილისი, 1961, გვ.36
  7. მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,თბილისი,1986,გვ.82
ნაპოლეონის ხანის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ნაპოლეონის ხანაზე.
  ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.