ფულხენსიო ბატისტა

ფულხენსიო ბატისტა ი სალდივარი (ესპ. Fulgencio Batista y Zaldívar; დ. 16 იანვარი, 1901, ბანესი, კუბა — გ. 6 აგვისტო, 1973, გუადალმინა, ესპანეთი) — კუბის მმართველი. კუბის ლეგიტიმური პრეზიდენტი 1940–1944 წლებში და დიქტატორი 1952–1959 წწ. მეორედ ხელისუფლებაში მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების გზით. დაამხეს კუბის რევოლუციის შედეგად 1959 წლის 1 იანვარს.

ფულხენსიო ბატისტა
ფულხენსიო ბატისტა
ფულხენსიო ბატისტა 1938 წელს
კუბის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ოქტომბერი 1940 – 10 ოქტომბერი 1944
წინამორბედიფედერიკო ლარედო ბრუ
მემკვიდრერამონ გრაუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1952 – 1 იანვარი, 1959
წინამორბედიკარლოს პრიო სოკარასი
მემკვიდრეანსელმო ალიეგრი ი მილა

დაბადებული16 იანვარი, 1901
ბანესი, კუბა
გარდაცვლილი6 აგვისტო, 1973
გუადალმინა, ესპანეთი
მეუღლეელიზა გოდინეს გომეს დე ბატისტა,
მარტა ფერნანდეს მირანდა დე ბატისტა
შვილები5

დაიბადა 1901 წლის 16 იანვარს ოლგინის პროვინციის ქალაქ ბანესში. მამა - ბელისარიო ბატისტა პალერმო, დედა - კარმელა სალდივარ გონსალესი მონაწილეობდნენ კუბის ესპანეთისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. დაბადებისას დედამისმა უწოდა რუბენი და მისცა თავისი გვარი სალდივარი, მაგრამ მამამისს არ სურდა ამ სახელით დაერეგისტრირებინა თავისი შვილი. 1939 წლამდე ქალაქ ბანესის ყველა მონაცემში ბატისტა მოხსენიებულია, როგორც რუბენ სალდივარი, მაგრამ 1939 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წააყენა ფულხენსიო ბატისტას სახელითა და გვარით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი პირი იურიდიულად არ არსებობდა, ამისათვის სასამართლოს გადაუხადა 15 000 კუბური პესო, რათა იურიდიულად დარეგისტრირებულიყო ფულხენსიო ბატისტას სახელწოდებით.[1]

1933 წელს სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო გადატრიალებას. გახდა ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი 1940 წელს კი ქვეყნის მეთაურის თანამდებობა დე-იურედაც დაიკავა. 1944 წელს დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში რამონ გრაუსთან და თანამდებობას დაემშვიდობა 8 წლით.

1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატურა იყო რობერტო აგრამონტე, კარლოს ევია და ფულხენსიო ბატისტა, რომელსაც გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა. როდესაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ იყო, ბატისტამ 1952 წლის 10 მარტს ორგანიზება გაუკეთა სახელმწიფო გადატრიალებას. ხელისუფლებას ჩამოაშორა პრეზიდენტი კარლოს პრიო სოკარასი და 2 წლით თავი გამოაცხადა დროებით პრეზიდენტად.

მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო ბრძოლა მისი მმართველობის წინააღმდეგ. საბოლოოდ მისი მმართველობა დამხობილ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შედეგად. ბატისტა კუბიდან სანტო-დომინგოში გაიქცა, საიდანაც პორტუგალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1973 წელს გულის შეტევით[2]. დაკრძალულია მადრიდში სან-ისიდოროს სასაფლაოზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. His given name was Rubén Zaldivar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-30. ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  2. „Batista Dies in Spain at 72“. New York Times. August 7, 1973.