საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1995

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1995) — პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. არჩევნები ტარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პარტიამ.

1992‹  საქართველოს დროშა 1999 ›
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები
5 ნოემბერი 1995
პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
მოსახლეობის ხმები 504 586 169 218
პროცენტი 23,71% 7,95%
მმართველი
პარტია
არჩეული პარტია
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

საფუძველი რედაქტირება

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც იმავე წლის შემოდგომაზე, 5 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები.

არჩევნები რედაქტირება

არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის მიღების დღისთვის. არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტის 235 მანდატიდან 150 მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა იმ პარტიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი. 85 დეპუტატი კი აირჩეოდა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებიდან. მათგან 12 მაჟორიტარ დეპუტატს ავტომატურად მიენიჭა უფლებამოსილება, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ აფხაზეთის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს, ხოლო დანარჩენ 73 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ჩატარდა ჩვეულებისამებრ.

შედეგები რედაქტირება

არჩევნებში მონაწილეობდა 53 პარტია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -3 121 075. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო -2 127 946, ანუ ამომრჩეველთა 68,18 პროცენტმა. კენჭისყრის პროცესმა მშვიდად ჩაიარა, საერთაშორისო დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. დადგენილი 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. პირველ ტურში გამარჯვებულად მხოლოდ 32 მაჟორიტარი გამოვლინდა. 42 ოლქში კი, მათ შორის თბილისის ოლქებში, მეორე ტური გაიმართა.

პარტია ხმების რაოდენობა % მიღებული მანდატების რაოდენობა მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 504,586 23,71 90 18
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 169,218 7,95 31 3
დემოკრატიული აღორძინების კავშირი 145,625 6,84 25 6
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი 89,752 4,22 - 2
საქართველოს სოციალისტური პარტია 80,747 3,79 - 4
საქართველოს რეფორმატორთა კავშირი "ეროვნული თანხმობა" 61,424 2,89 - 2
ბლოკი "თანადგომა" 45,747 2,15 - 3
საქართველოს რესპუბლიკური პარტია 35,051 1,65 - 1
სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაერთიანება 22,190 1,65 - 1
ბლოკი "პროგრესი" 29,189 1,37 - 4
"ლემი" 8,772 0,41 - 1
დამოუკიდებელი კანდიდატები - - - 29

ახლადარჩეული პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ზურაბ ჟვანია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება