ნიკოლაი მიასკოვსკი

ნიკოლაი იაკოვლევის ძე მიასკოვსკი (რუს. Никола́й Я́ковлевич Мяско́вский; დ. 20 აპრილი, 1881 — გ. 8 აგვისტო, 1950) — რუსი/საბჭოთა კომპოზიტორი. ლენინის ორდენის კავალერი (1943). სსრკ სახალხო არტისტი (1946). მას ზოგჯერ მოხსენიებენ როგორც „საბჭოთა სიმფონიის მამას“. მიასკოვსკის მიენიჭა სტალინის პრემია 5-ჯერ (1941, 1946 - 2-ჯერ, 1950, 1951), მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა კომპოზიტორს.

ნიკოლაი მიასკოვსკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 (20) აპრილი, 1881[1]
დაბ. ადგილი Modlin Fortress, Modlin, Varshavskij County, Warsaw Governorate, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 8 აგვისტო, 1950(1950-08-08)[2] [3] [1] [4] [5] [6] (69 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საიტი myaskovsky.ru
ნიკოლაი მიასკოვსკი ვიკისაწყობში

ადრეული წლები რედაქტირება

ნიკოლაი მიასკოვსკი დაიბადა 1881 წლის 20 აპრილს მოდლინის ციხეში (ვარშავასთან ახლოს, პოლონეთის სამეფო, რუსეთის იმპერია), რუსეთის არმიის ოფიცრის, ინჟინერის ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში პატარა წევრები აღზარდა ნიკოლაის მამიდამ, იელიკონიდა კონსტანტინოვნა მიასკოვსკაიამ, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ოპერაში მომღერალი იყო. ნიკოლაი თინეიჯერობის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სანქტ-პეტერბუერგში გადავიდა.

ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სწავლის მიუხედავად, იასკოვსკი მუსიკალური კარიერის დევნით იმდეგაცრუებული იყო; შემდგომ მან ჯარში დაიწყო მსახურობა. თუმცა, ჩაიკოვსკის პათეტიკური სიმფონიის შესრულებამ, რომელიც არტურ ნიკიშმა 1896 წელს ჩაატარა, შთააგონა, რომ კომპოზიტორი გამხდარიყო. 1902 წელს მან ინჟინერიის სწავლა დაასრულა და მამის მსგავსად ინჟინერი გახდა. 1906 წელს ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში და გახდა ანატოლი ლიადოვისა და ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის მოსწავლე.

სწავლის გვიან დაწყების გამო იგი კლასში ყველაზე ასაკოვანი სტუდენტი იყო, მაგრამ მალევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა, სერგეი პროკოფიევის მტკიცე მეგობარი.[7]

შუა წლებში რედაქტირება

1920-იან და 1930-იან წლებში მიასკოვსკი იყო სსრკ-ის წამყვანი კომპოზიტორი. მას არ აქვს შექმნილი ოპერა; მაგრამ დაწერილი აქვს 27 სიმფონია (დამატებული სამი სინფონიეტა, ორ კონცერტი და სხვა საორკესტრო ჟანრებში მუშაობა), 13 სიმებიანი კვარტეტი, 9 ფორტეპიანო სონატა, აგრეთვე ბევრ მინიატურული და ვოკალური ნაწარმოებები. ამ ფორმებისადმი ერთგულების და იმის გამო, რომ იგი ყოველთვის ოსტატობის მაღალ სტანდარტს ინარჩუნებდა, მას ზოგჯერ „მოსკოვის მუსიკალურ სინდისს“ უწოდებდნენ. მუსიკალური მოდერნიზმისადმი მისი მუდმივი ერთგულება მან აჩვენა იმით, რომ ალექსანდრე მოსოლოვთან, გავრილ პოპოვთან და ნიკოლაი როსლავცთან ერთად, იგი იყო თანამედროვე მუსიკის ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი.

1917-1921 წლების მოქმედებებმა მაიაკოვსკის მეექვსე სიმფონიის შექმნა შთააგონა (ეს იყო მისი ერთადერთი საგუნდო სიმფონია). 1921–1933 წლები იყო მისი სწავლების პირველი წლები მოსკოვის კონსერვატორიაში; ეს სწორედ ის წლებში იყო, რომელშიც მან ყველაზე მეტი ექსპერიმენტი ჩაატარა: შექმნა ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა მეათე და მეცამეტე სიმფონია, მეოთხე საფორტეპიანო სონატა და მისი პირველი სიმებიანი კვარტეტი. ალბათ, ამ ექსპერიმენტების ფაზის საუკეთესო ნაწილი იყო მეცამეტე სიმფონია, რომლის პრემიერა აშშ-ში შედგა.

1920-იან და 1930-იან წლებში მიასკოვსკის სიმფონიებს საკმაოდ ხშირად ასრულებდნენ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. მისი ნამუშევრები გამოიცა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამომცემელის, Universal Edition-ის მიერ.[8] 1935 წელს, რადიოს აუდიტორიის CBS-მა ჩაატარა გამოკითხვა; ისინი სვავდნენ კითხვას: „თქვენი აზრით, თანამედროვე კომპოზიტორებიდან ვინ დარჩება 100 წლის განმავლობაში მსოფლიოს დიდთა შორის?“; მაიაკოვსკი ტოპ ათეულში პროკოფიევთან, სერგეი რახმანინოვთან, დიმიტრი შოსტაკოვიჩთან, რიხარდ შტრაუსთან, იგორ სტრავინსკისთან, იან სიბელიუსთან, მორის რაველთან, მანუელ დე ფალასთან და ფრიც კრეისლერთან ერთად შეიყვანეს.[9]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Мясковский Николай Яковлевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. IMSLP — 2006.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Musicalics
  7. Their collected correspondence, which has not been translated into English and is said (e.g. in the Volkov Testimonyთარგი:Better source), to have been heavily bowdlerized as regards political content, was published in 1977 as S. S. Prokofiev i N. Ya. Myaskovsky Perepiska (Moscow: Sovyetskii Kompozitor) edited by a committee with Dmitri Kabalevsky at its head. See also Sergey Prokofiev Diaries 1907–1914: Prodigious Youth translated and annotated by Anthony Phillips (London: Faber & Faber, 2006).
  8. Taruskin, Richard (November 3, 2002). „For Russian Music Mavens, a Fabled Beast Is Bagged“.
  9. Manashyr Yakubov, liner notes to Claves CD 50-9415.