კლაუდიო აბადო (იტალ. Claudio Abbado; დ. 26 ივნისი, 1933, მილანი, — გ. 20 იანვარი, 2014, ბოლონია) — იტალიელი დირიჟორი და პიანისტი.

კლაუდიო აბადო, 2012.

სწავლობდა მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიაში. 1969 წლიდან იყო მილანის თეატრ „ლა სკალას“ დირიჟორი, შემდეგ კი — სამხატვრო ხელმძღვანელი (1986 წლამდე). ამავდროულად, 1971 წლიდან იყო ვენის ფილარმონიის, ხოლო 1979 წლიდან ლონდონის სამეფო ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 1989-2002 წლებში ბერლინის ფილარმონიის მთავარი დირიჟორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ჩაანაცვლა ჰერბერტ ფონ კარაიანი. ცნობილი იყო თამამი მუსიკალური ინტერპრეტაციებით, მათ შორის, თანამედროვე მუსიკის ელემენტების უხვი გამოყენებით. მიღებული ჰქონდა არაერთი მუსიკალური და სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის, კომოდორის ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის (1992), საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვარი (1986) და სხვ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება