იგორი

კიევის დიდი მთავარი 912–945 წლებში

იგორი (რუს. Игорь, უკრ. Ігор; გ. 945) — კიევის დიდი მთავარი 912 წლიდან, რიურიკოვიჩთა დინასტიის ფაქტობრივი დამაარსებელი. მემატიანე მის წარმომავლობას ნახევრადლეგენდარულ რიურიკს უკავშირებს. აგრძელებდა თავისი წინამორბედის ოლეგის საქმიანობას, თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა დნესტრსა და დუნაის შორის მცხოვრები აღმოსავლეთსლავური ტომები; ჩაახშო დრევლიანების აჯანყება. იყო ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს ტიპური მთავარი. 913 წელს ილაშქრა კასპიისპირეთში, მიაღწია ბაქოს და აიღო ბარდავი. 941 წელს წარუმატებლად დაესხა თავს კონსტანტინოპოლს. 944 წელს კვლავ გაილაშქრა ბიზანტიაზე, იმპერატორმა მას გამოსასყიდი შესთავაზა, რის შედეგადაც რუსებსა და ბერძნებს შორის ხელშეკრულება დაიდო. პირველი იყო რუსი მთავრებიდან, რომელიც პაჭინიკებს შეეტაკა; მათთან გააფორმა 5-წლიანი საზავო ხელშეკრულება. მოკლეს დრევლიანებმა, როდესაც განმეორებით მოითხოვა მათგან ხარკი.

იგორი
რუს. Игорь, უკრ. Ігор

იგორი იღებს ხარკს დრევლიანებისაგან. ილუსტრაცია რაძივილის მატიანიდან
კიევის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 912
მმართ. დასასრული: 945
წინამორბედი: ოლეგი
მემკვიდრე: ოლღა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 878
გარდ. თარიღი: 945
გარდ. ადგილი: ისკოროსტენი
მეუღლე: ოლღა
შვილები: სვიატოსლავ I
დინასტია: რიურიკოვიჩები
მამა: რიურიკი
დედა: ეფანდა
რელიგია: სლავური წარმართობა

აგრეთვე მოიხსენიება როგორც იგორ მოხუცი,[1] იგორ I და იგორ რიურიკოვიჩი (რიურიკის ძე).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება