თაიარ მეჰმედ-ფაშა (თურქ. Tayar Mehmet Paşa; გ. 24 დეკემბერი, 1638, ბაღდადი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1638 წლის 27 აგვისტოდან 24 დეკემბრამდე.

თაიარ მეჰმედ-ფაშა
Tayyar Mehmed Pasha
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 27 აგვისტო , 1638
მმართ. დასასრული: 24 დეკემბერი, 1638
წინამორბედი: ბაირამ-ფაშა
მემკვიდრე: ქემანქეშ მუსტაფა-ფაშა
სულთანი: მურად IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1593-1598
დაბ. ადგილი: ლადიქი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 24 დეკემბერი, 1638
გარდ. ადგილი: ბაღდადი, ერაყი ოსმალეთის იმპერია
რელიგია: ისლამი

ბიორგრაფია რედაქტირება

მისი წინამორბედის მსგავსად წარმოშობით სამსუნის პროვინციის ქ. ლადიქიდან იყო. 1612 წელს ის მოხვდა იმპერიის იმდროინდელი დიდი ვეზირის, ნასუჰ-ფაშას სასახლეში და იყო მისი მეჯინიბე. 1622 წელს შეუერთდა ოსმან II-ის მკვლელობის გამო აჯანყებულ აბაზა მეჰმედ-ფაშას არმიას, თუმცა 1624 წელს ქიოსემ სულთნის მომხრეთა რიგებში ჩაეწერა და მალევე დაინიშნა დიარბაქირის ბეგლარბეგად.

1630-იან წლებში დაუახლოვდა მურად IV-ს და მალევე დაწინაურდა. 1634-1636 წლებში განაგებდა ტრიპოლიტანიის სანჯაყს, ხოლო 1637 წელს ჩაერთო ირან-ოსმალეთის ომში. პირადად მისი ხელმძღვანელობით ოსმალებმა სირიიდან მოახერხეს სპარსელების განდევნა.

1638 წელს, გადამწყვეტი ლაშქრობის დროს გარდაიცვალა ბაირამ-ფაშა. სულთანმა დიდი ვეზირის ბეჭედი სწორედ თაიარ მეჰმედ-ფაშას უბოძა. ბაღდადის 40 დღიანი ალყის დროს თაიარ მეჰმედ-ფაშა სარდლობდა ოსმალთა 15,000 კაციან დანაყოფს. 1638 წლის 24 დეკემბერს ერთ-ერთი შეტაკების დროს ბრძოლაში შევარდნილი ფაშა სპარსელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. მეორე დღეს ბაღდადი დაეცა. ის გახდა ოსმალეთის მესამე დიდი ვეზირი ჰადიმ ალი-ფაშასა და ჰადიმ სინან-ფაშასთან ერთად, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა. მისი დაბადების თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა გამოჩენილი თურქი მემატიანისა და მოგზაურის, ევლია ჩელების გადმოცემით, ის 40-45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ayhan Buz: Osmanlı Sadrazamları, Neden Yayınları, İstanbul, 2009 ISBN 978-975-254-278-5 p 94 Jump up ^
  • Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt III, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991 p 81-82 Jump up ^
  • Historian İlber Ortaylı's essay on Milliyet newspaper (Turkish)