ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი

ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“ (ინგლ. Batman v Superman: Dawn of Justice) — 2016 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი. მასში მოთხრობილია კომპანია DC Comics-ის კომიქსების პერსონაჟების, სუპერმენის და ბეტმენის ისტორია. ფილმი ეკუთვნის DC-ის გაფართოებული სამყაროს ფილმების სერიას. მისი რეჟისორია ზაკ სნაიდერი, ხოლო მთავარი გმირების, ბეტმენის (ბრიუს უეინი) და სუპერმენის (კლარკ კენტის / კალ-ელის) როლებს ასრულებენ ბენ აფლეკი და ჰენრი კევილი. ფილმი 2016 წლის 25 მარტს კინოთეატრებში გამოვიდა, 2D, 3D, IMAX და 4DX ფორმატებში. ფილმში ასევე მონაწილეობენ DC Comics-ის სხვა სუპერგმირი პერსონაჟები: ქალი საოცრება, კიბორგი, ფლეში და აკვამენი.

„ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“
ჟანრი სუპერგმირული ფილმი
რეჟისორი ზაკ სნაიდერი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი დევიდ ს. გოიერი
ეფუძნება DC Entertainment-ის კომიქსებს
როლებში

ჰენრი კევილი ემი ადამსი

ბენ აფლეკი
მუსიკა ჰანს ციმერი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 19 მარტი, 2016 (2016-03-19) (Auditorio Nacional)
  • 25 მარტი, 2016 (2016-03-25) (აშშ)
ხანგრძლივობა 151 წთ[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 365 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 873.3 მილიონი აშშ დოლარი[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Batman v Superman: Dawn of Justice (2016). ციტირების თარიღი: September 16, 2016.