აგუბედია

სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აგუბედია[1] (აფხ. Агәы-Бедиа) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოხოჯის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:აძხიდა, ახეცარა, აჯრა, მეორე კოპიტი, მიშველი, ნარჯხეუ, ოხოჯა, პატრახუწა, პირველი კოპიტი, ქვალონი). ზღვის დონიდან 120 მ, შავი ზღვიდან 20 კმ, ოჩამჩირიდან 21 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[2].

სოფელი
აგუბედია
აფხ. Агәы-Бедиа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი აგუბედია
კოორდინატები 42°45′59″ ჩ. გ. 41°40′12″ ა. გ. / 42.76639° ჩ. გ. 41.67000° ა. გ. / 42.76639; 41.67000
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აგუბედია — საქართველო
აგუბედია
აგუბედია — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აგუბედია

ისტორია რედაქტირება

აგუბედიას გვიანდელ ფეოდალურ ხანაში გულიბედია, ასევე შუაბედია ეწოდებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ახალმა, აფხაზურმა მოსახლეობამ სოფლის სახელის პირველი ნაწილი — „გული“, „შუა“ აფხაზურად თარგმნა („აგუ“). აგუბედიას მიდამოებშია ბედიის მონასტერი ეკლესიით (X-XI საუკუნეები), სამრეკლოთი და სასახლით, შუა საუკუნეების ციხე „ტყაური“.

დემოგრაფია რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 282 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 282 -- --

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება