აჯრა[1] — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აგუბედიის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოხოჯის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 130 მ, ოჩამჩირიდან 25 კმ.[2] 1930 წელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სოფლის სტატუსი. სახელწოდება აფხაზური წარმოშობისაა და „მუხნარს“ ნიშნავს (აფხ. აჯ – „მუხა“, -რა – მრავლობითი რიცხვის სუფიქსი). სოფ. აჯრაში დამოწმებულია მიკროტოპონიმები: საბუა, საჩერქეზიო – ბუავების, ჩერქეზიების გააფხაზებული ქართული გვარების უბნები. აღსანიშნავია, რომ ეს გეოგრაფიული სახელები ნაწარმოებია ქართული -სა პრეფიქსით.[3] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4].

სოფელი
აჯრა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი აგუბედია
კოორდინატები 42°45′37″ ჩ. გ. 41°42′14″ ა. გ. / 42.76028° ჩ. გ. 41.70389° ა. გ. / 42.76028; 41.70389
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აჯრა — საქართველო
აჯრა
აჯრა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აჯრა
  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 309.
  3. ბ. ხორავა,  პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 109.
  4. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-04-07.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აჯრა&oldid=4536701“-დან