ჩინთის ნამოსახლარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჩინთის ნამოსახლარი''' — არქეოლოგიური ძეგლი დუ...
(განსხვავება არ არის)

09:07, 14 ივნისი 2020-ის ვერსია

ჩინთის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირდილელიანთკარში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას, საკარმიდამო ნაკვეთზე. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის პირველ ნახევარს და განვითარებულ შუა საუკუნეებს. 1986-88 წლებში ძეგლი გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ნამოსახლარზე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები არ დადასტურდა. აღმოჩნდა ნამოსახლარისთვის დამახასიათებელი მასალა: ქვედა კულტურულ ფენაში (ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის პირველი ნახევარი) - თიხის ჭურჭლის ნატეხები, ირმის რქის თოხები, სატარე ნახვრეტებით, ობსიდიანისა და კაჟის იარაღი, მინიატურული სანაყები, ხელსაფქვავები, ცხოველთა ძვლები, შემკული რელიეფური ორნამენტით, კერამიკის ნატეხები და სხვა, ზედა კულტურულ ფენაში (განვითარებული შუა საუკუნეები) - მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები და კვირისტავი. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა