ლგბტ სტერეოტიპები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|right|250px|The [[Dykes on Bikes motorcycle group in a pride parade, exhibiting a stereotype of butch lesbians.]] '''...
(განსხვავება არ არის)

18:45, 2 ივნისი 2015-ის ვერსია

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) სტერეოტიპები არის სურათების შეხედულებების საფუძველზე სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ლგბტ ადამიანის განსაზღვრა. სტერეოტიპული აღქმა შეიძლება შეიძინოს ადამიანმა მშობლების ქმედებით,მასწავლებლების, თანატოლების , მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ზოგადად ინფორმაციის ნაკლებობით. ნეგატიური სტერეოტიპები ხშირად იწვევს ჰომოფობიას , ლესბოფობიას, ბიფობიას, ან ტრანსფობიის. ასევე არსებობს პოზიტიური სტერეოტიპები.

The Dykes on Bikes motorcycle group in a pride parade, exhibiting a stereotype of butch lesbians.

კვლევა

მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ თუ რა განაპირობებდა ნეგატიურ განწყობას ლესბოსელი თემის მიმართ. უილიამ ჯეიმსი ვარაუდობდა რომ ქალის მიერ მისივე სქესის მიმართ ლტოლვა იყო ჩვევა , რომელიც ერთხელ პრაქტიკაში განხორციელების შემდეგ იქცა ჩვევად. ცოტახანში, მან ივარაუდა რომ „ტოლერანტობა ისწავლება, იგივე სქესის მიმართ ლტლოვა კი თანდაყოლილია“. 1908 წელს, ედუარდ და იაკობ ვისთერმექმა(Westermack) სცადეს გაეგოთ თუ რა განაპირობებდა ძალადობრივ ქმედებებს ჰომოსექსუალთა მიმართ ქრისტიანულ , ებრაულ და ზოროასტრულ რელიგიებში. ისინი ფიქრობდნენ რომ მტრული დამოკიდებულება განპირობებული იყო ისტორიული ასოციაციის ჰომოსექსუალობის და კერპტაყვანისმცემლობას შორის. სანდორ ფერენცი (1914) თვლიდა რომ ჰეტეროსექსუალი ქალის მიერ ლესბოსელი ქალის მიმართ გამოხატული აგრესია განპირობებული იყო , როგორც თავდაცვის მექანიზმი , რადგან მისი ასოცირება არ მოეხდინათ ლესბოსელად. ადამიანებს , რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ უმეტესად ამ ელემენტებით ხასიათდებიან -არანაირი ურთიერთობა არ აქვთ ლესბოსელებთან, ნაკლებად განათლებულები, ვიწრო ხედვა სქესის მიმართ , ხანში შესულები და ა.შ სტერეოტიპების დასამსხვრევად ამ ადმიანების პირდაპირი კავშირი უნდა მოხდეს , რათა შემცირდეს უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა.

ლესბოსელები

 
Actress Portia de Rossi came out as a lesbian in the early 2000s.

ლესბოსელი-ტერმინი ინგლისურიდან მომდინარეობს და ახასიათებს ქალს , რომელსაც სექსუალური და რომანტიკული მიზიდულობა მისივე სქესთან ანუ ქალთან აქვს.

ლესბოსელები იყვნენ საზოგადოების ნაწილი მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა მათი იქ ყოფნა ცნობილი იყო თუ არა . ყველასთვის ცნობილია ბერძენი და რომაელი მამაკაცების ურთიერთობები , რასაც ვერ ვიტყვით ლესბოსელებზე, ეს შეიძლება ვივარაუდოთ ნაკლები ფოკუსირებით იმ დროს ქალებზე. პირველი ჩანაწერი ლესბოსელებზე გაკეთდა შუა საუკუნეებში . თითქმის მსოფლიოს ნებისმიერს კუთხეში ლესბოსელები არ არიან მთლიანად მიღებული საზოგადიების მხრიდან , თუმცა ბოლო ხანებში ქვეყნებმა დაიწყეს მიღება ქალის „სხვა ცხოვრების სტილის“. ბევრ პოპულარულ ფილმებში ლესბოსელი ქალების მიმართ არის უარყოფითი განწყობები ჩადებული და მათი ცხოვრება შემოსილია შავად, როგორიცაა ფილმი „ ბავშვების დრო“ (The chıldrenİs hour). თუმცა ამჟამად მედიის გარკვეული საშუალებები მასე აშუქებენ პოზიტიურად და ცდილობენ არსებული სტერეოტიპები დაძლიონ. ლესბოსელები ხშირად ასოცირდებიან მოკლე თმებთან , ბიჭურად ჩაცმით და სპორტის სიყვარულით. ხშირად გადაცემებში შუქდება მეტად „მასკუნალური“ ქალი, რაც მეორე მხარეს მეტად ფარავს და მსგავსი მარგინალური საწყისით ხდება არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბება.

გეი მამაკაცი

 
The contrast between a twink

ჰომოსექსუალი მამაკაცები ხშრად გაიგივებულები არიან ჰეტეროსექსუალ ქალებთან, მათ ქცევებთან და ხდებიან სხვადასხვა სტერეოტიპების მსხვერპპლნი. ლგბტ თემში არის მრავალი სუბკულტურა ერთი-ერთია Bear სუპკულტურა, რომელიც როგორც ჩაცმის სტილთან ასევე ტანზე თმიანობით გამოირჩევა. ასევეა ისეთი მამაკაცები , რომლებიც ჩაცმის სტილით და ვიზუალურად უფრო ნაზები არიან და Twink-ს უწოდებენ.

გამოვლინებები და მანერები

გეი მამაკაცი ხშირად ასოცირდება მამაკაცთან რომელსაც ქალის ხმის ტონალობა აქვს , ასევე გეი და მისი კავშირი მოდასთან განიხილება როგორც ერთი მთლიანი მოცმეულობა და სტერეოტიპად არის ქცეული. ეს სტერეოტიპი განპირობებულია მოდაში მომუშავე გეიების ხილვადობით. ერთ-ერთი ცხადი მაგალითია , როდესაც დოლჩე&გაბანამ გააკეტა ჰომოეროტიკული ბანერი.

სექსი და ურთიერთობები

მეცნიერების კვლევით გამოითქვა ვარაუდი , რომ ლესბოსელ წყვილებში უფრო ხშირია სტაბილური ურთიერთობა ვიდრე ჰომოსექსუალ წყვილებს შორის. 2007 წელს კვლევებით რომელმაც 2 დიდი ქალაქის პოპულაცია მოიცვა შედეგი შემდეგი იყო - გეების უმეტესობას დაუცველი სექსი იმ რაოდენობის ქონდათ , როგორც ჰეტეროსექსუალ ქალებსა და მამაკაცებს. სხვა სტერეოტიპი უკავშრდება ივენთებს და გართობას ბარებში თუ სხვადასხვა ადგილებში , რადგან მანამდე ლგბტ თემის წარმოამდგენლები უმეტესად ბარებში საღამოობით დადიოდნენ გასართობად , რადგან მეტად დაცულად გრძნობდნენ თავს . სტოუნვილის ჯანყის შემდეგ მათ დაიწყეს ბრძოლა მათი უფლებებისთვის .

პედოფილია და სექსუალური ძალადობა

საზოგადოების რაღაც ნაწილი თვლის რომ გეები არიან სექსუალური მოძალადეები და პედოფილები, რომელიც მათზე ძალადობის ერთ-ერთი ხელშემწყოფი ფაქტორია. თუმცა როგორც კვლევები აჩვენებ 80-90% პედოფილების ჰეტეროსექსუალები არიან და არის შემთხვევები როდესაც ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ქორწინდებიან თავისივე ქალიშვილებზე. ასევე ჰეტეროსექსუალი ქალების მიერ ბავშვებზე ძალადობის ნიშნები 5-20% აღწევს.

ბისექსუალი ადამიანები

ადამიანები , რომელთაც ლტლოვა აქვთ როგორც ქალების ასევე მამაკაცების მიმართ ანუ ორივე გენდერის მიმართ. ასევე ბისექსუალებად მოიხსენებიან ის ადამიანები , რომლებსაც მკაფიო გამოხატულება არ აქვთ რომელ სქესს ანიჭებენ უპირატესობას . მასთან ასევე სხვა ტერმინებია დაკავშირებულია როოგრიცაა პანსექსუალობა და პოლისექსუალობა. ბისექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ჰეტეროსექსუალობა 19 საუკუნეში შემოვიდა ეს ტერმინები. ცნობილმა მსახიობმა ვუდი ალენმა თქვა „იყო ბისექსუალი არის შანსი შაბათ საღამოს გქონდეს 2 პაემანი“. ბისექსუალებზე არის სტერეოტიპი, რომ ურთიერთობის შენარჩუნება უჭირთ, რადგან აქვთ ერთ გენდერზე მეტთან ლტლოვა და არიან მერყევნი იმის თაობაზე გეები არიან თუ ჰეტეროსექსუალები. ბისექსუალი ადამიანები ჰოლივუდის ფილმებშ უაყოფითად წარმოჩნდებოდნენ და დღესაც ხშირია ნეგატიური კადრები მათზე.

ტრანსგენდერი ადამიანები

ტრანსგენდერი არის ქოლგა ტერმნი და იგი აერთიანებს ფართო სპექტრს. ზოგადად , ტრანსგენდერი ადამიანია რომელიც მიეკუთვნება ერთ რომელიმე სქესს,მაგრამ მის ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს თავს არამედ სხვას. ეს ტერმინი შეიძლება იქნეს გამოყენებული თემის წარმოამდგენლების სხვადასხვა წევრებზე. არსებობს სტერეოტიპები რომ ტრანსგენდერი ადამიანები ყველა მეძავები და კარიკატურები არიან ქალისა და კაცის და კიდევ უამრავი არასწორი რწმენა არის მათ შესახებ.

ტრანსექსუალები

ტრანსექსუალი არის ფიზიკური პირი , რომელიც ფიზიკური აღნაგობით ხასიათდება ერთი სასქესო გამოხატულებით , მაგრამ ფსიქოლოგიურად და ემოციურად თავს მიაკუთვნებს სხვა სქესს. მათ შესახებ მრავალი სტერეოტიპია , ერთ-ერთია რომ ისინი უფრო მაღლები არიან და გრძელი ხელები აქვთ ქალებთან შედარებით , უფრო მამაკაცური.

ტრანსვესისტი

ტრანსვესისტები ხშირად ვარაუდობენ რომ არიან ჰომოსექსუალები. იგი მომდინარეობს ლათინური სახელწოდებიდან trans ნიშნავს „მეტი“vestites „ჩაცმა“. უმეტესი ტრანსვესისტების არიან ჰეტეროსექსუალები . მათ შეიძლება ქონდეთ გარკვეული ფეტიშის კომპონენტი და ა.შ


ლიტერატურა

  • Brown, Michael J. "Homophobia and Acceptance of Stereotypes About Gays and Lesbians." 7.3 (2009): 159,160-167. Print.
  • Herek, Gregory. "Hating Gays: An Overview of Scientific Studies." PBS. PBS. Web. 18 Oct. 2014.
  • "Lesbian", Oxford English Dictionary, Second Edition, 1989. Retrieved on January 7, 2009.
  ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.