ფინიკიელები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
IშBN
(განსხვავება არ არის)

18:32, 21 მარტი 2013-ის ვერსია

ფინიკიელები — ძველი მსოფლიოს საუკეთესო ზღვაოსნები. ისინი ცხოვრობდნენ ლევანტის (ლიბანის) სანაპირო ზოლსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში.

ფინიკიის რუკა და სავაჭრო მარშრუტები.

ფინიკიელები ცხოვრობდნენ კარგი ნავსაყუდელებით გამორჩეულ და ერთმანეთთან ჯაჭვივით გადაბმულ დამოუკიდებელ ქალაქებში, დღევანდელი ლიბანის სანაპიროზე. ისინი მოგზაური ვაჭრები იყვნენ. წამოშობით ქანაანელებს, არ იზიდავდათ მიწათმოქმედება, ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ ზღვაოსნობას, ხელოსნობასა და ვაჭრობას.

ვაჭრობა და ხელოსნობა

ფინიკიელები მთელ მსოფლიოში ვაჭრობდნენ. იძენდნენ ჩინეთიდან და ინდოეთიდან დასავლეთში შეტანილ ძვირფას საქონელს. შემდეგ საქონელი ზღვით გაჰქონდათ ეგვიპტეში, აბერძნეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ფინიკიელები ვაჭრობის წყალობით გამდიდრდნენ და გაძლიერდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს მინოსელები და მიკენელების აღზევება და დაცემა, ხელს უწყობდნენ საბერძნეთს, შემდეგ კი რომის გაძლიერებას. ფინიკიელები ხელმარჯვე ოსტატებიც იყვნენ. ისინი ამზადებდნენ მინის ნაკეთობებს, ლითონის ნივთებს, სამკაულებსა და სამოსს. მათი გამოგონებაა, ასევე, მინის ბერვა. ტვიროსის ნავსადგური განთქნული იყო ძოწისფერი საღებავით, რომელიც ბერძნებისა და რომაელების შეფასებით მაღალი ხარისხის იყო.

ფინიკიური ნავსადგური

ლევანტში ფინიკიელთა ნავსადგურები იყო უგარიტი, სიდონი, ბიბლოსი და ბერიტუსი (ბეირუთი). მთავარი ნავსადგური იყო ტვიროსი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, 4750 წლის წინათ დაარსდა. ამ ქალაქს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან. ტვიროსის მეფე აჰირამი ამარაგებდა მეფე სოლომონს იერუსალიმში სოლომონის ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო ლიბანური კედრითა და ხელოსნებით. კვიპროსიდან ფინიკიელებმა თანდათანობით გადაინაცვლეს დასავლეთისკენ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის გარშემო მრავალი კოლონია დაარსეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კოლონია, კართაგენი, რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, დიდ ქალაქად იქცა. დანარჩენი კოლონიები წამოიქმნა ესპანეთში, მალტაზე, სიციცლიაზე, მაროკოსა და სარდინიაზე. მოგვიანებით ფინიკიელბმა დაიპყრეს კადისი, ტანჟერი და დასავლეთ აფრიკის სანაპიროზე გახსნენ სავაჭრო ბაზები. საბოლოოდ მათი სამშობლო ძვ.წ. დაახლოებით 570 წელს დაიპყრეს ბაბილონელებმა. ამის შემდეგ კოლონიებმა კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მათ შორის უმთავრესი პორტი კართაგენი იყო.

შრეული მოგზაურობები

ძვ.წ. VIს-ში ეგვიპტემ აფრიკის გარშემო სამოგზაუროდ დაიქირავა ფინიკიელი მეზღვაურები, რომელთა მოგზაურობაც 3 წელს გასტანა. ხშირი ვაჭრობა შორეულ ქვეყნებთან, მაგ. კალით და ვერცხლით მდიდარ ბრიტანეთთან, დაიწყო დაახლოებით 450 წელს. ფინიკიელთა დაცემა 200-100 წლებში მოხდა, როდესაც ხმელთაშუა ზღვისპირეთში კონტროლის დასამყარებლად მათ რომი შეებრძოლა და დაანგრია კართაგენი.

ლიტერატურა

  • მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, 2009, 2010, ISBN-13 978-99940-44-08-5