ქვემო ნიჩბისი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი = სოფელი |ქართული სახელი...
(განსხვავება არ არის)

15:30, 31 მარტი 2011-ის ვერსია

ქვემო ნიჩბისი - სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (ნიჩბისის თემი), მდებარეობს მდინარე ნიჩბისისწყლის ხეობაში, ნიჩბისის სერის ძირას. სოფელში გადის სასხორი - დიდგორის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.

სოფელი
ქვემო ნიჩბისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიჩბისი
კოორდინატები 41°49′40″ ჩ. გ. 44°32′03″ ა. გ. / 41.82778° ჩ. გ. 44.53417° ა. გ. / 41.82778; 44.53417
ცენტრის სიმაღლე 710 მეტრი
მოსახლეობა 638 [1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები,
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ქვემო ნიჩბისი — საქართველო
ქვემო ნიჩბისი
ქვემო ნიჩბისი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქვემო ნიჩბისი
ქვემო ნიჩბისი — მცხეთის მუნიციპალიტეტი
ქვემო ნიჩბისი

ისტორია

ქვემო ნიჩბისი იყო ნაწილი სოფელ ნიჩბისისა, რომელიც მე-12 საუკუნიდან წარმოადგენდა შიომღვიმის მონასტრის საკუთრებას, ხოლო მე-17 საუკუნიდან კი ციციშვილების საგვარეულოს საკუთრება გახდა.

ღირსშესანიშნაობები

სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლი დგას. მათ შორის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია; იოანე მახარობლის სახელობის დარბაზული ეკლესია. სამშენებლო წარწერის ტანახმად ეს ეკლესია აგებულია ელიოზის ძეების მიერ. სოფელში დგას ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. სოფლის განაპირას დგას მე-4 საუკუნის დარბაზული ეკლესია "ღვთაება", რომელსაც, ასევე, კიკოლიანთ საყდარად მოიხსენიებენ.

სოფლის სასაფლაოებზე მრავლადაა მე20 საუკუნის დასაწყისის საფლავის ქვები. სოფლის ცენტრში მოქმედებს 1933 წელს გაყვანილი წყარო, რომელიც წარწერის ტანახმად გაყვანილია სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის მიერ.

ციციშვილების ციხე

 
ქვემო ნიჩბისის ხედი. ცენტრში: ციციშვილების ციხე

სოფლის ცენტრში დგას ციციშვილების ციხე-დარბაზი, რომელიც აშენებულია XVII საუკუნეში, 1615 წელზე გვიან. ციხის ტერიტორიაზე დგას კოშკი, აბანო. შემორჩენილია (სავარაუდოდ) ლაზარეთის, აფთიაქის, ეკლესიისა და სკოლის ნანგრევები.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

სოფლის განაპირას დგას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ეკლესიას ჯვარ-გუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა გუმბათი არ ადგას. ლეგენდის თანახმად, ეკლესიის მშენებელი მცხეთის ეპისკოპოსმა მოაკვლევინა, რის გამოც ეკლესია დაუმთავრებელი დარჩა. ეკლესია აშენებულია XVI-XVII საუკუნეებში. ეკლესიის პერანგი XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. პერანგი მხოლოდ დასავლეთ ფასადზეა შემორჩენილი. ამავე ფასადზე გამოსახულია ჩუქურთმები.

წყაროები

რესურსები ინტერნეტში