სოჭის ოლიმპიური პარკი
სოჭის ოლიმპიური პარკი — 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და ზამთრის პარალიმპიური თამაშებისთვიის აგებული ოლიმპიური პარკი. მდებარეობს რუსეთის ფერეაციული სუბიექტის, კრასნოდარის მმხარის საკურორტო ქალაქ სოჭში, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოსა და რუსეთის საზღვრიდან 4 კმ-ში. ოლიმპიური პარკი მოიცავს ოლიმპიურ სტადიონს ფიშტი, სადაც ძირითადი ცერემონიები და შიდა სპორტული სახეობების, როგორიცაა ყინულის ჰოკეი, ფიგურული სრიალი, კერლინგი და სწრაფი სრიალი შეჯიბრებები ჩატარდა. ოლიმპიური პარკი მოიცავს საწვრთნელ ცენტრებს, ოლიმპიურ სოფელს, საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ოლიმპიური პარკრი იე დაპროექტდა, რომ მისი ყოველი ნაწილი საფეხმავლო მანძილზეა. არენები განლაგებულია წყლის აუზის - „ოლიმპიური პარკის წყალი“ - ირგვლივ, რომელიც კალიფორნიულმა კომპანიამ WET Design შექმნა (ამავე კომპანიამ შექმნა რეზერვუარი 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. შადრევნის დიამეტრი 5/3 მეტრია, 700 000 გალონ წყალს იტევს და მუსიკის თანხლებით ნისლისა და ქორეოგრაფიული წყლის გამოსახულებების წარმოქმნა შეუძლია.[1][2][3][4][5]
ისტორია
რედაქტირებაკომპლექსის მშენებლობა იმერეთის დაბლობში 2007 წელს დაიწყო. იმერეთის დაბლობი 1911 წლიდან ფრინველთა დაცვის მნიშვნელოვანი სივრცე იყო, თუმცა მშენებლობის პროცესში ფრინველთა დაცვის სივრცე დაირღვა. არენათა უმრავლესობა 2013 წელს აიგო.
ინფრასტრუქტურა
რედაქტირებაკომპლექსის შემადგენლობაში შედის ალდერის სავაჭრო და საგამოფენო ცენტრი (ალდერ-არენა), რომელიც 8 000 ადგილს მოიცავს და სწრაფი სრიალის შეჯიბრებებისთვის აიგო. ოლიმპიური თამაშების შემდეგო არენა საგამოფენო დარბაზად და სავაჭრო ცენტრად გადაკეთდა.[6] კომპლექსის შემადგენლობაშია ყინულის სასახლე „დიდი“, რომელიც 12 000 ადამიანს იტევს და 2012 წელს გაიხსნა. 2013 წელს სასახლმე ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის 18 წლამდელთა შორის ჩემპიონატსა და პირველი არხის ჩემპიონატს უმასპინძლა. ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ყინულის დიდ სასახლეში ყინულის ჰოკეის ჩემპიონატი გაიმართა. ყინულის სასახლე მთავარი აენა იყო როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა დისციპლინაში. ყინულის მოეანი მანათობელი დიოდებითაა განათებული. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სასახლე გასართობ ცენტრად და საკონცერტო არენად გადაკეთდა.[7] [8]
ოლიმპიური სტადიონი „ფიშტი“ სოჭის ოლიმპიური პარკის მთავარი არენაა. აქ გაიმართა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნიდა და დახურვის ცერემონიები. სტადიონი 40 000 მაყურებელს იტევს.[9] ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ სტადიონი ერთ-ერთი იყო 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 11 სტადიონს შორის და 2017 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის მატჩებს.[10] სოჭის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს კერლინგის ცენტრიც, რომელიც 3 000 მაყურებელს იტევს და კერლინგის ჩემპიონატებს მასპინძლობს.[11] კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს ყინულის სასახლე „აისბერგი“, რომელიც 12 000 ადამიანს იტევს და ფიგურული სრიალისა და მოკლე მანძილზე სწრაფი სრიალის ღონისძიებებს მასპინძლობს. სამომავლო გეგმების მიხედვით, არენა ველოდრომად უნდა გადააკეთონ.[12]
საფეხბურთო მატჩები
რედაქტირება- ფიფა-ს კონფედერაციის თასი 2017: ოლიმპიურ სტადიონზე - „ფიშტი“ - ჩატარებული მატჩები
თარიღი | დრო (მოსკოვის დროით) | ტური | გუნდი #1 | შედეგი | გუნდი #2 | მაყურებელთა რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|
19 ივნისი, 2017 | 18:00 | ჯგუფი B | ავსტრალია | 2–3 | გერმანია | 28,605 |
21 ივნისი, 2017 | 21:00 | ჯგუფი A | მექსიკა | 2–1 | ახალი ზელანდია | 25,133 |
25 ივნისი, 2017 | 18:00 | ჯგუფი B | გერმანია | 3–1 | კამერუნი | 30,230 |
29 ივნისი, 2017 | 21:00 | ნახევარფინალი | გერმანია | 4–1 | მექსიკა | 37,923 |
- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018: ოლიმპიურ სტადიონზე - „ფიშტი“ - ჩატარებული მატჩები
თარიღი | დრო (მოსკოვის დროით) | ტური | გუნდი #1 | შედეგი | გუნდი #2 | მაყურებელთა რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|---|
15 ივნისი, 2018 | 21:00 | ჯგუფი B | პორტუგალია | 3-3 | ესპანეთი | TBD |
18 ივნისი, 2018 | 18:00 | ჯგუფი G | ბელგია | 3-0 | პანამა | |
23 ივნისი, 2018 | 21:00 | ჯგუფი F | გერმანია | 2-1 | შვედეთი | |
26 ივნისი, 2018 | 17:00 | ჯგუფი C | ავსტრალია | 0-2 | პერუ | |
30 ივნისი, 2018 | 21:00 | მერვედფინალი | ურუგვაი | 2-1 | პორტუგალია | |
7 ივლისი, 2018 | 21:00 | ნახევარფინალი | რუსეთი | 1(3)-1(4) | ხორვატია |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Madler, Mark (24 February 2014). „WET Design Runs Rings Around Rivals“. San Fernando Business Journal. Los Angeles, California: California Business Journals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 26 February 2014.
- ↑ „Sochi's mixed feelings over Olympics“. BBC News. 26 November 2008. ციტირების თარიღი: 17 January 2014.
- ↑ Russian Deputy PM leads Sochi delegation to inspect Munich Olympic Park Inside the Games, 22 May 2010
- ↑ California-based WET makes the waters dance at Sochi. Gizmag. ციტირების თარიღი: 26 February 2013.
- ↑ Посмотрели свысока დაარქივებული 2013-08-07 საიტზე Wayback Machine. Yugopolis, 16 July 2013
- ↑ Vasilyeva, Nataliya. (2 February 2014) Medvedev calls for plan for post-Olympic Sochi venues. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 26 December 2014
- ↑ Wolken, Dan (22 February 2014). „Architect: Sochi Olympics unique hockey roof is 'our pride'“. USA Today. ციტირების თარიღი: 4 March 2014.
- ↑ Sochi2014.com profile of the Bolshoi Ice Palace. Accessed 31 December 2010.
- ↑ Sochi2014.com profile of Central Stadium. Accessed 31 December 2010.
- ↑ FIFA Picks Cities for World Cup 2018. RIA Novosti, Moscow (29 September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 7 February 2014.
- ↑ Sochi2014.com profile of the Olympic Curling Centre. დაარქივებული 24 November 2011 საიტზე Wayback Machine. Accessed 31 December 2010.
- ↑ Sochi2014.com profile of the Sochi Olympic Skating Centre. Accessed 31 December 2010.