სოჭის მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარი
სოჭის მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარი (რუს. Собор Михаила Архангела) — მთავარი მართლმადიდებლური ეკლესია კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1890 წელს.
სოჭის მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 43°34′46″ ჩ. გ. 39°43′20″ ა. გ. / 43.57944° ჩ. გ. 39.72222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სოჭი, კრასნოდარის მხარე |
სასულიერო სტატუსი | კარგი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ალექსანდრე ვერეშჩაგინი |
ხუროთმოძღვრული სტილი | რუსულ-ბიზანტიური |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინოდარის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაიგი არის რუსეთის იმპერიის მთელ შავიზღვისპირეთის ოლქში პირველი მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ააშენეს კავკასიის ომის დასრულების აღსანიშნავად. ტაძრის მშენებლობა დაკავშირებულია დიდი თავადის, კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ რომანოვის სახელთან. მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შავი ზღვის ოლქის გენერალმა დიმიტრი პილენკომ. ტაძრის მშენებლობა დაიწყეს ნავაგინის ყოფილი ციხის ადგილზე. ტაძრის არქიტექტორი იყო მრჩეველი, აგრონომი ა. ვერეშჩაგინი. თავდაპირველად ტაძრის მშენებლობას აფინანსებდა შავიზღვისპირელი მსხვილი მიწათმფლობელი ნ. ნ. მამონტოვი. ტაძრის გეგმა და ნახატები შეასრულა მოსკოველმა არქიტექტორმა ალექსანდრე კამინსკიმ. ტაძრის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1874 წლის 26 მაისს. ოთხი წლის შემდეგ დასრულდა ქვის კედლები და სატრაპეზო, რკინის სახურავით. ტაძრის მშენებლობა დიდი ხნით გაჭიანურდა, მიუხედავად ცნობილი მეცენატების საბა მამონტოვისა და გრაფ ფელიქს იუსუპოვის ფინანსური დახმარებისა. 1890 წლის 25 ოქტომბერს ტაძრის მშენებლობა დასრულდა. 1891 წლის 24 სექტემბერს შედგა ახალი ტაძრის საზეიმო კურთხევა. XX საუკუნის დასაწყისში ტაძრის გარშემო ჩამოყალიბდა სასულიერო ცენტრი. მრევლის მფლობელობაში შედიოდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, საეკლესიო-სამრევლო სახლი სამეურნეო ნაგებობებით, სამლოცველო, პარკი. ხშირად მთლიან კომპლექსს არაოფიციალურად უწოდებდნენ საეკლესიო კვარტალს.
1929 წელს დაიწყო ტაძრის დახურვის კამპანია და უკვე 1931 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. მისი შენობა კი დიდი სამამულო ომის დასაწყისამდე გამოიყენებოდა როგორც საწყობი.
ტაძარი მორწმუნეებს დაუბრუნდათ 1944 წელს, მაგრამ საეკლესიო ქონება არ დაბრუნებია. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ეკლესიის ფასადი და ინტერიერი მკვეთრად შეიცვალა.
1981 წლიდან ტაძარს იცავს სახელმწიფო, როგორც საკულტო არქიტექტურის ძეგლს.
1992-1994 წლებში ტაძარი გაარემონტეს სოჭელი არქიტექტორის ფ. აფუქსენიდის პროექტის მიხედვით, რომელმაც ტაძარს დაუბრუნა თავდაპირველი სახე.
ამჟამად ტაძარი არის არა ამრტო ქალაქის ცენტრალური რაიონის, არამედ მთელი სოჭის მთავარი ტაძარი.
არქიტექტურა
რედაქტირებატაძრის შენობა შესრულებულია ოთხმკლავიანი ჯვრის ფორმით, რომელთა კვეთის ადგილზე გუმბათია აღმართული. ტაძრის სიგრძე - 25,6 მეტრია, სიგანე - 17,1 მეტრი, სიმაღლე ჯვრის ჩათვლით- 34 მეტრი. 1993-1994 წლებში ტაძარი გაარემონტეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Сочи: страницы прошлого и настоящего. Сочи, 2007 год.
- А. В. Гусева. Дорога к Храму (памятники христианской культовой архитектуры Сочи). Сочи, 2007 год.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Архитектура Сочи: Собор Архангела Михаила // arch-sochi.ru, 13.10.2009