სოფიო ალექსანდრეს ასული დადიანი (ქალიშვილობის გვარი — ბაგრატიონი; დ. 1693 — გ. 1747) — ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის ასული, სამეგრელოს მთავრის ლევან IV-ის ვაჟის — გიორგი (ეგორ) დადიანის ცოლი.

ცხოვრობდა მოსკოვის ქართულ კოლონიაში. 1715 წელს ცოლად გაჰყვა გიორგი (ეგორ) დადიანს. მათ ოჯახში აღიზარდა მომავალში ცნობილი რუსი არქიტექტორი პეტრე ეგოროვი. 1740 წელს მემკვიდრეობით მიიღო მამიდამისის, დარეჯანის საკუთრებაში არსებული სოფლებისა და ვოტჩინების წილი ნიჟეგოროდის გუბერნიაში (ვახტანგ VI-ის ვაჟებთან, ბაქარ და გიორგი ბატონიშვილებთან თანაზიარობით). ამ ფაქტით საბოლოოდ გაერთიანდა არჩილ II-ისა და ვახტანგ VI-ის დროინდელი მოსკოვის ორი ქართული ახალშენი (ვსეხსვიატსკოე და პრესნია).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიხარულიძე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან, თბ., 1991;
  • Ватеишвили Д. Л., Грузия и европейские страны, т. 3, кн. 2, М., 2006;