სოფიო აგუმაა
სოფიო აგუმაა (დ. 20 დეკემბერი, 1939, დურიფში) — საბჭოთა და აფხაზი მსახიობი, თეატრის რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1981), აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი (1985).
სოფიო აგუმაა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 დეკემბერი, 1939 დურიფში, გუდაუთის რაიონი |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე (პედაგოგები: ა.ხორავა, ა. ფაღავა). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1960 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ჭანბას სახელობის დრამატული თეატრში. იყო წამყვანი მსახიობი.
თეატრში მუშაობის პერიოდში სწავლობდა სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში „გუნდის დირიჟორის“ ფაკულტეტზე. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სასწავლებელში მუშაობდა „სავალდებულო დირიჟორობის“ საგნის პედაგოგად. მსახიობმა 70-ზე მეტი როლი განასახიერა აფხაზურ დრამატულ სცენაზე. ასევე მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში. გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „შავი ზღვის ნაპირზე“ (1975), „ხავერდოვანი სეზონი“ (1978), „ოგარიოვის 6“ (1980), „კანონიერი ქურდები“ (1989) და სხვა.
1995 წელს სათავეში ჩაუდგა თავისივე ინიციატივით შექმნილ, აფხაზეთის კულტურულ ცენტრ „აბაზასთან“ არსებულ კერძო თეატრს.
აფხაზეთის სახტელერადიოკომიტეტთან თანამშრომლობით, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა და სცენარისტმა და მსახიობმა, გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
1999 წლის სოფიო აგუმაას ინიციატივით აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გაიხსნა სპეციალური განყოფილება: „თეატრისა და კინოს მსახიობი“.
2014 წლის აგვისტოში დაინიშნა აფხაზეთის სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1971 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
- 1981 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
- 1985 — აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი
ლიტერატურა
რედაქტირება- Аргун А. Х. Софа Агумаа. — Сухум, 1995.
- Абхазский биографический словарь. Под ред. В. Ш. Авидзба. АбИГИ. Сух., — М., 2015. — с.38-39.