სოსო კაპანაძე

ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

სოსო კაპანაძე (დ. 28 დეკემბერი, 1927, სვირი, ზესტაფონის რაიონი — გ. 21 იანვარი, 2015) — ქართველი ბიოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი. გენეტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სოსო კაპანაძე
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1927(1927-12-28)[1]
დაბ. ადგილი ზესტაფონი[1]
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 2015(2015-01-21)[1] (87 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა პედაგოგი და ბიოლოგი

ბიოგრაფია რედაქტირება

1948 წელს სოსო კაპანაძემ დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. 1952-1958 წლებში მუშაობდა მთავარი მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელ სადგურში. 1955-1977 წლებში ხემძღვანელობდა სოხუმის ფილიალის ნ.ვავილოვის მემცენარეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ВИР) ციტოლოგიის და გენეტიკის ლაბორატორიას, რომელიც დაარსდა 1937 წელს. 1960 წელს მიანიჭეს უფროსი მეცნიერ მუშაკის წოდება მცენარეთა ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დარგში. 1968-1976 წლებში ხელმძღვანელობდა ციტოგენეტიკის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის და იზოტოპების მეთოდიკების გაერთიანებულ ლაბორატორიას. 1977–1998 წლებში სოხუმის ფილიალის ციტოლოგიის და გენეტიკის ლაბორატორიას საქართველოს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მეურნოების ინსტიტუტში. 1983 წელს მიანიჭეს გენეტიკის პროფესორის წოდება და იმავე წელს ხდება აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის პროფესორი. 1978–1998 წლებში დაინიშნა აფხაზეთის ნ.ი.ვავილოვის სახელობის გენეტიკის და სელექციონერების საზოგადოების თავმჯდომარედ და 1988 წელს მწვანეთა პარტიის სხდომის დადგენილებით კავკასიის შავი ზღვშის სანაპიროს მცენარეთა რესურსების სექციის ხელმძღვანელად. 1989 წელს მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში შეიქმნა სამეცნიერო კვლევითი გაერთიანება „ელიტა“, რომლის მიზანი იყო ელიტურ მცენარეთა თესლის და ნერგების გამოყვანა და გავრცელება შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიაზე (1993 წელს გაერთიანება „ელიტის“ ლაბორატორიის შენობა მარადიორებმა გაანადგურეს). მის მიერ შეიქმნა ნარინჯოვან მცენარეთა ყინვაგამძლე საჭმელად ვარგისი შორეული ჰიბრიდთა კავკასიური გენოფონდი. ამ გენოფონდიდან ნარინჯოვნებს რომლებსაც ყველაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა მიენიჭებოდა არის საჭმელად ვარგისი ციტრანჟები, ციტრემონები, ტანგორები და იუფორტები.

1995-1996 წლებში სოხუმის დაცემის შემდეგ, ბრუნდება ქ.თბილისში და მოღვაწეობას განაგრძობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში მიკრობიოლოგიისა და გენეტიკის კათედრაზე, გენეტიკის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ხელმძღვანელობდა მაგისტრატურის გენეტიკის კურსს. კითხულობდა სალექციო კურსს ციტოლოგიაში, ზოგად გენეტიკაში, ადამიანის გენეტიკაში. იგი იყო მრავალი სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ქ.თბილისში 1993 წელს დაარსებულ აფხაზეთის ეროვნულ აკადემიაში ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. მის მიერ შექმნილი ჰიბრიდების კოლექცია განთავსებული იყო აფხაზეთის სამ რეგიონში რომელიც განადგურდა აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტის შედეგად მაგრამ შესაძლებელია აღდგენა.

ჯილდო რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება