დავით სოსლანი

(გადამისამართდა გვერდიდან სოსლანი, დავით)

დავით სოსლანი (გ. დაახლოებით 1203, 1204 ან 1205) — სახელმწიფო მოღვაწე, თამარ მეფის მეორე მეუღლე.

მონეტა გამოშვებული თამარისა და დავითის სახელით 1200 წელს.

თამარმა იქორწინა მასზე 1187 წელს დიდუბის სასახლეში. წყაროს ცნობით, დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის „გაზრდილი“ და „თვისი“ („თვისი“, უფრო გავრცელებული აზრით, აღნიშნავდა ნათესავს, სხვა მოსაზრებით — ქვეშევრდომს, ვასალს, ასევე „გაზრდილს“ ჰქონდა ორი მნიშვნელობა: გაზრდილისა და ვასალის)[1].

მემატიანე ახასიათებს როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს.

ვიკიციტატა
„ყრმა ფრიად შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა; სხვათა კულა ზრდილობითა კეთილად წურთილი, მხნე და მხედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო, მშვილდოსნობითა შემმართებელი, ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა[1].“

დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში (ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში — კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში 1195, ბასიანის ბრძოლაში 1203). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა[2].

მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I-ისა და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან. ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო. დავით სოსლანს ბაგრატიონად მიიჩნევს „ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც“. ზოგი მკვლევრის მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არ ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება[3].

დავით სოსლანსა და თამარს ორი შვილი ჰყავდათ:

გენეალოგია

რედაქტირება
 
 
 
 
 
 
მარიამი
 
 
 
გიორგი I
 
 
 
ალდე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბორენა
 
 
 
ბაგრატ IV
 
 
 
დემეტრე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ელენე
 
 
 
გიორგი II
 
 
 
 
 
 
დავითი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავით IV
 
 
 
 
 
 
 
 
 
ათონი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დემეტრე I
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯადარონი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გიორგი III
 
 
 
ბურდუხანი
 
 
 
დავით სოსლანი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თამარ მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ლაშა-გიორგი
 
 
 
რუსუდანი
 
 
 

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შოშიაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 292.
  • თავაძე ლ., საქართველოს სამეფო ოჯახის სოციალური სტატუსი XI-XVI სს. ფრესკული მხატვრობის მიხედვით, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, თბ., 2011, გვ. 100-104

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება, თბ. 2008, გვ., 488
  2. ენციკლოპედია საქართველო, ტ. 2, თბ., 2012, გვ., 292
  3. დავით სოსლანი qim.ge-ზე