სომხური დიასპორა შუა აღმოსავლეთში
სომხური დიასპორა შუა აღმოსავლეთში — მოიცავს შუა აღმოსავლეთში მცხოვრებ სომხებს. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ირანში, ლიბანში, კვიპროსში, სირიაში, იორდანიასა და იერუსალიმში, თუმცა ასევე არიან ერაყში, ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
ქვეყნების მიხედვით
რედაქტირებაისრაელი
რედაქტირებასომხური თემი ორი ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა მიწაზე. 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომისა და ისრაელის სახელმწიფოს დამყარების შემდეგ, უამრავი სომეხი, რომლებიც ცხოვრობდნენ პალესტინის ბრიტანეთის მანდატით, მიიღეს ისრაელის მოქალაქეობა. ისრაელის მოქალაქეობის მიღების შემდგომ აქ ათასობით სომეხი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად იერუსალიმში, თელ-ავივში, იაფასა და ხაიფაში არიან თავმოყრილნი. ისრაელისა და დასავლეთის სანაპიროზე სომხური თემების ჩათვლით, სომეხთა საერთო რაოდენობა რეგიონში შეიძლება სულ ხუთი ათასს ადამიანს შეადგენდეს.[1][2]
თურქეთი
რედაქტირებათურქეთში მცხოვრები სომხების რაოდენობა დაახლოებით 40 000-დან 70 000-მდე სომეხს შეადგენს (1995 წლის მონაცემების მიხედვით).[3][4] სომეხი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს სტამბოლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი უმეტესობა სომეხთა სამოციქულო სარწმუნოებას მიეკუთვნება, დანარჩენები კი კათოლიკეები და ევანგელისტები არიან.
ეგვიპტე
რედაქტირებაეგვიპტეში მცხოვრებ სომხებს გრძელი ისტორია აქვთ, მაგრამ თანამედროვე პერიოდში ეგვიპტეში სომეხთა რიცხვი მცირდება სხვა ქვეყნებში მიგრაციისა და სომხეთში დაბრუნების გამო. მათი უმეტესი ნაწილი დაახლოებით 6 000 ცხოვრობს კაიროსა და ალექსანდრიაში, ეგვიპტის ორ უმსხვილეს ქალაქში.[5]
ლიბანი
რედაქტირებასაუკუნეების განმავლობაში სომხები ცხოვრობდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული წელი არ ყოფილა აღწერილი სომხების რაოდენობა, დადგენილია, რომ ლიბანში დაახლოებით 150 000 სომეხი ცხოვრობს, ან მოსახლეობის დაახლოებით 4%.[6] ლიბანის სამოქალაქო ომამდე მათი რიცხვი უფრო მაღალი იყო, მაგრამ მათ მოუწიათ ემიგრაცია.
ბაჰრეინი
რედაქტირებაბაჰრეინში სომხების საერთო რაოდენობა დაახლოებით 50-ს შეადგენს, რომლებიც ძირითადად დედაქალაქ მანამაში ცხოვრობენ. ისინი ჩამოვიდნენ ლიბანიდან და სირიიდან, რომლებიც მოიზიდა ამ ქვეყნის ეკონომიკურმა შესაძლებლობებმა. ბაჰრეინელი სომხები ძირითადად მართლმადიდებლები არიან.
ქუვეითი
რედაქტირებაქუვეითში სომეხი მოსახლეობის პიკი 12 000-ს შეადგენდა,[7] მაგრამ ერაყის შემოსევების შედეგად, ქუვეითში მცხოვრები სომეხთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგენდა დაახლოებით 500-ს [7], ვინაიდან მათ დატოვეს ქვეყანა.
სირია
რედაქტირებასირია და მისი მიმდებარე ტერიტორიები ხშირად თავშესაფარი იყო იმ სომეხებისთვის, რომლებიც გაურბოდნენ სომხურ გენოციდს. დადგენილია, რომ დღესდღეობით სირიაში სომეხთა რაოდენობა 100 000-ს არ აღემატება, მათი უმეტესი ნაწილი ქალაქ ალეპოში ცხოვრობს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Armenia Diaspora. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
- ↑ Armenian Patriarchate of Jerusalem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-09. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
- ↑ Turay, Anna. Tarihte Ermeniler. Bolsohays: Istanbul Armenians. ციტირების თარიღი: 2007-01-04.
- ↑ Hür, Ayşe (2008-08-31). „Türk Ermenisiz, Ermeni Türksüz olmaz!“. Taraf (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-02. ციტირების თარიღი: 2008-09-02. ციტატა: „Sonunda nüfuslarını 70 bine indirmeyi başardık.“
- ↑ Zhory, Ayman. Armenians in Egypt. 2005.
- ↑ CIA World Factbook: Lebanon: People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-02. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
- ↑ 7.0 7.1 THE ARMENIANS OF KUWAIT: REBUILDING AFTER THE GULF WAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2007. ციტირების თარიღი: ნოემბერი 1, 2019.