სომხეთი შუა საუკუნეებში
სომხეთი შუა საუკუნეებში ― სომხეთის ისტორიის ნაწილი, რომელიც მოიცავს პერიოდს V საუკუნეში ბიზანტია-ირანის მიერ სომხეთის დანაწილებიდან XIV საუკუნეში კილიკიის სომეხთა სამეფოს ეგვიპტელი მამლუქების მიერ დაპყრობამდე. ამ პერიოდში სომხეთს მოუწია ბიზანტიის, სასანიანთა სპარსეთის, არაბებისა და საქართველოს დაქვემდებარებაში ყოფნა, შემდეგ კი ხმელთაშუა ზღვისპირა სამეფოს ჩამოყალიბება, რომელიც მამლუქებმა გაანადგურეს.
წინა პერიოდი
რედაქტირებადიდი სომხეთის დაცემის შემდეგ, სომხეთი რომისა და პართიის იმპერიების დაქვემდებარებაში იყო. მათი დაცემის შემდეგ სომხეთისთვის ბრძოლა მათმა მემკვიდრეებმა, ბიზანტიამ და სასანიანთა სპარსეთმა გააგრძელეს. 387 წელს სომხეთის სამეფოს დასავლეთ პროვინციებზე კონტროლი მთლიანად ბიზანტიამ აიღო და მის ადგილას შეიქმნა ბიზანტიური სომხეთი. ამის შემდეგ ცოტა ხანს არშაკიანთა სამეფო ხელისუფლება აღმოსავლეთ სომხეთზე კვლავ ვრცელდებოდა, სანამ 428 წელს ისიც არ მიიერთეს სასანიანებმა, რასაც მოჰყვა ქვეყნის გაქრობა და ძველი ისტორიის დასრულება.
ერთმორწმუნე ბიზანტიის შემადგენლობაში სომხები მშვიდად ცხოვრობდნენ[1], თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ზოროასტრისტულ სასანიანთა შემადგენლობაში მყოფ ქრისტიანულ აღმოსავლეთ სომხეთზე. სომხები უკმაყოფილონი იყვნენ მათი ბატონობით, რის კულმინაციასაც 451 წლის ავარაირის ბრძოლა წარმოადგენს, რომელშიც სომხებმა ვარდან მამიკონიანის თაოსნობით გაილაშქრეს სპარსელებზე. მართალია დამარცხდნენ, თუცა მიიღეს რელიგიური თავისუფლება[2].
არაბობა
რედაქტირება632 წელს ისლამის დამაარსებელ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, არაბებმა მისი რელიგიის გავრცელება მთელ მსოფლიოში განიზრახეს და დაიწყეს ხალხთა დაპყრობითი ომები. უკვე 639 წელს 18,000 მეომრით აბდ ალ-რაჰმანი მიადგა სომხეთს და დაიპყრო იმ დროისათვის არსებული ერთადერთი სომხური სახელმწიფო: ტარონი. 642 წელს არაბება დაიპყრეს სომხური ქალაქი დვინიც. აღსანიშნავია, რო დვინის აღებისას მათ ამოხოცეს 12,000 ადგილობრივი, 35,000 კი მონად წაასხეს[3]. მთავარა თევდორე რშტუნიმ ორგანიზება გაუწია სომხების გაერთიანებას და არაბებს წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა, საბოლოოდ იგი იძულებული გახდა დანებებულიყო და მიეღო მუსლიმთა ბატონობა[4]. ამრიგად, 645 წელს მთელი სომხეთი მოექცა არაბთა მმართველობაში. აქედან იწყება არაბთა სომხეთში ბატონობის 200-წლიანი პერიოდი, რომელიც გამუდმებული შეთქმულებებითა და ამბოხებებით ხასიათდებოდა, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის გათავისუფლებისაკენ. აჯანყებებმა მეტ-ნაკლებად მაინც შეასუსტა არაბთა მმართველობა, რამაც ხელი შეუწყო ორი სომხური საგვარეულოს: არწრუნებისა და ბაგრატუნების აღზევებას, რომელთაც მიზნად თავიანთი სამეფოების შექმნა ჰქონდათ.
ბაგრატუნების მმართველობა
რედაქტირებასომხეთში მუსლიმთა ძალაუფლების კლებასთან ერთად, ბაგრატუნების დინასტიის წარმომადგენელი აშოტ I სულ უფრო ძლიერდებოდა. 861 წელს იგი სომეხ მთავართა უფლისწული გახდა და აქტიურად დაიწყო ომები არაბების წინააღმდეგ. 885 წელს იგი ბაღდადის ხალიფამაც და ბიზანტიის იპერატორაც სომხეთის მეფედ სცნეს. უცხოელთა მიერ სოხეთის 450-წლიანი ოკუპაცია ამით დასრულდა და ქვეყანამ ბაგრატუნების გვირგვინქვეშ აღიდგინა სუვერენიტეტი. მიუხედავად ბაგრატუნების მცდელობისა, დაემორჩილებინათ ყველა სომეხი დიდებული, არწრუნები და სიუნიები არ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და შექმნეს თავიანთი პატარა სამეფოები. მოგვიანებით მეფე აშოტ III-მ სომხეთის დედაქალაქი ყარსიდან ანისში გადაიტანა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც „1001 ეკლესიის ქალაქი“. მის დროს ანისი რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბაგრატიდული სომხეთი 1045 წელს დაეცა და ისევ ბიზანტიას დაექვემდებარა, 1064 წელს კი იგი თურქ-სელჩუკთა ხელში გადავიდა.
კილიკიის სომეხთა სამეფო
რედაქტირებაკავკასიიდან აყრილმა და კილიკიაში ჩასახლებულმა სომხებმა მალევე მოახერხეს გაერთიანება და რუბენიანთა დინასტიის მეთაურობით 1199 წელს შექმნეს კილიკიის სომეხთა სამეფო, დედაქალაქით სისი.
კილიკიელი სომხები ევროპელი ჯვაროსნების ძლიერი მოკავშირეები იყვნენ, რის გამოც მას საქრისტიანოს ბასტიონს უწოდებდნენ. ვინაიდან კილიკიაში მყოფი სომხები უცხოელთა დიდი გავლენის ქვეშ იყვნენ, სამეფო ხელისუფლება სომხური ნაციონალიზისა და კულტურული ელემენტების შენარჩუნებაზე იყო ფოკუსირებული. XIII საუკუნეში მეფე ჰეთუმ I იძულებული გახდა ეღიარებინა მონღოლთა გაბატონება და თავი მის ვასლად ეცნო. იგი თავის გადასარჩენად ცდილობდა სხვა მეზობელი პატარა ქვეყნების დარწმუნებასაც, რომ იგივე გაეკეთებინათ, თუმცა მხოლოდ თავისი ბიძის, ანტიოქიის მთავრის დარწმუნება შეძლო. თუმცა, 1268 წელს ანტიოქია შურისძიების მიზნით მუსლიმებმა გაანადგურეს. კილიკია მონღოლების, შემდეგ კი მათი მემკვიდრეების ვასლად რჩებოდა მანამ, სანამ 1375 წელს მთლიანად არ დაიპყრეს ეგვიპტელმა მამლუქებმა. მისი უკანასკნელი მეფე, ლევონ VI ჯერ ესპანეთში გაიქცა, შემდეგ კი საფრანგეთში და იქვე გარდაიცვალა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Glory of Byzantium | Publications for Educators | Explore & Learn | The Metropolitan Museum of Art
- ↑ www.ANSC.org - Armenian Network of Student Clubs Archived 2007-09-30 at the Wayback Machine
- ↑ Kurkjian, Vahan M. A History of Armenia hosted by The University of Chicago . New York: Armenian General Benevolent Union of America, 1958 pp. 173-185
- ↑ Kurdoghlian, Mihran (1996). Hayots Badmoutioun (Armenian History), Volume II (in Armenian). Hradaragutiun Azkayin Ousoumnagan Khorhourti, Athens, Greece. pp. 3–7.