არაბთა მიერ სომხეთის დაპყრობა

არაბთა მიერ სომხეთის დაპყრობამუსლიმური დაპყრობების ნაწილი, რომელიც დაიწყო მუსლიმი წინასწარმეტყველის, მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ 632 წელს. 645 წლისთვის სპარსეთის სომხეთი დაეცა და ჩავარდა არაბთა რაშიდუნების სახალიფოს ხელში. ბიზანტიური სომხეთი უკვე 638–639 წლებში დაიპყრეს.

არაბთა ლაშქრობა ანატოლიასა და სომხეთში

წინა პერიოდი: ისლამის ზრდა

რედაქტირება

მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, 632 წელს, მისმა მემკვიდრეებმა დაიწყეს სამხედრო კამპანია ახალი სახალიფოს ტერიტორიის გასაზრდელად. მუსლიმთა დაპყრობების დროს არაბებმა დაიპყრეს ახლო აღმოსავლეთის უმეტესი ნაწილი.

წყაროები

რედაქტირება

არაბების მიერ სომხეთის ადრეული დაპყრობის დეტალები გაურკვეველია, რადგან სხვადასხვა არაბული, ბერძნული და სომხური წყაროები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. იმ პერიოდის ძირითადი წყაროებია სომეხი ეპისკოპოსის, სებეოსისა და თვითმხილველთა მონათხრობები, VIII საუკუნის სომეხი მღვდელმთავრის ისტორიასთან ერთად. არაბი ისტორიკოსები, ალ-ტაბარი და ალ-იაკუბი, ასევე გვაწვდიან ინფორმაციას იმ პერიოდის შესახებ, მაგრამ მთავარი წყარო არის IX საუკუნის მეცნიერ ალ-ბალადური, რომელიც უჩვეულოდ მუსლიმი მწერლისთვის, შეიცავს უამრავ ინფორმაციას სომხეთის ადგილობრივი ანგარიშებიდან.

არაბთა რეიდები და სომხეთის დაპყრობა

რედაქტირება

არაბული წყაროების თანახმად, პირველი არაბული ექსპედიცია სომხეთში 639/640 წლებში დაიწყო, ბიზანტიელთაგან ლევანტის დაპყრობის და სპარსეთის მუსლიმთა მიერ დაპყრობის დაწყებისთანავე. არაბებს ხელმძღვანელობდა იაიდ იბნ ღანიმი, რომელმაც მანამდე დაიპყრო ზემო მესოპოტამია და შეაღწია ბითლისამდე. მეორე ექსპედიცია მოხდა 642 წელს, როდესაც მუსულმანური არმია დაწინაურდა და დაიყო ოთხ კორპუსად ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხეთამდე, მაგრამ დამარცხდა და ქვეყნიდან გააძევეს. ამ ჩავარდნის შემდეგ არაბებმა მხოლოდ აზეირბარჯანიდან მოახდინეს დარბევა 645 წელს, სალმან იბნ რაბიას მეთაურობით, მაგრამ ეს მხოლოდ სომხეთის სასაზღვრო ზონებს შეეხო. 645/646 წლამდე სირიის გუბერნატორმა მუავიამ წამოიწყო ძირითადი კამპანია ქვეყნის დამორჩილების მიზნით. მუავიას გენერალმა ჰაბიბ იბნ მასლამა ალ-ფიჰრიმ პირველად გაილაშქრა ქვეყნის ბიზანტიური ნაწილის წინააღმდეგ: მან ალყა შემოარტყა და აიღო თეოდოსიოპოლისი (ახლანდელი ერზურუმი, თურქეთი) და დაამარცხა ბიზანტიური არმია, ხაზართა და ალანის ჯარებით გაძლიერებული, ევფრატზე. ის შემობრუნდა ვანის ტბისკენ, სადაც ახლატისა და მოქის ადგილობრივი სომეხი მთავრები დაემორჩილნენ, რაც ჰაბიბს საშუალებას აძლევდა ელაშქრა დვინზე, სომხეთის ყოფილი სპარსული ნაწილის დედაქალაქზე. დვინი დანებდა რამდენიმედღიანი ალყის შემდეგ, ისევე როგორც თბილისმა ჩრდილოეთით კავკასიის იბერიაში. ამავე დროს, სხვა არაბულმა არმიამ ერაყიდან, სალმან იბნ რაბიას მეთაურობით, დაიპყრო კავკასიის ალბანეთი .

 
არაბთა დაქვემდებარებაში მყოფი კავკასია 750 წელს

თუმცა სომხური წყაროები განსხვავებულ ნარატივს გვაწვდიან, როგორც ქრონოლოგიაში, ასევე მოვლენების დეტალებში, თუმცა არაბთა კამპანიების ფართო სპექტრი შეესაბამება მუსულმანურ წყაროებს. სომეხი ისტორიკოსები იუწყებიან, რომ არაბები პირველად ჩავიდნენ 642 წელს, შეაღწიეს აირაარატის ცენტრალურ რეგიონში და დაარბიეს დვინი, დაბრუნდნენ 35,000 -ზე მეტი ტყვეებით. 643 წელს არაბები კვლავ შემოიჭრნენ აზეირბარჯანის მიმართულებით, გაანადგურეს აიარარატი და მიაღწიეს იბერიას, მაგრამ ბრძოლაში დაამარცხა სომეხთა წინამძღოლმა თეოდორე რშტუნმა და უკან დაიხიეს. ამ წარმატების შემდეგ რშტუნი სომხეთის მმართველად იქნა აღიარებული ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტ II-ის მიერ. რაღაც მომენტში მალევე, სომხებმა აღიარეს ბიზანტიური სუზერანტია.

როდესაც 653 წელს კონსტანტის ზავი არაბებთან დასრულდა და ახალი არაბთა შემოსევა გახდა სავარაუდო, რშტუნი ნებაყოფლობით დათანხმდა მუსულმანთა ბატონობის დამორჩილებას. ამის საპასუხოდ, იმპერატორმა კონსტანტმა პირადად მიიყვანა 100,000 კაციანი არმია სომხეთში. ადგილობრივი მთავრები შეკრებილნი იყვნენ და სომხეთიც და იბერიაც დაუბრუნდა ბიზანტიურ ერთგულებას. დვინში ზამთრის გატარების შემდეგ, კონსტანტი გაემგზავრა 654 წლის გაზაფხულზე. არაბთა არმია შემოიჭრა და მალევე დაიპყრო ვანის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე რეგიონები. რშტუნმა მათი დახმარებით განდევნა ბიზანტიური გარნიზონები სომხეთიდან და უზრუნველყო არაბთა აღიარება, როგორც სომხეთის, იბერიისა და ალბანეთის სუზერენი. ბიზანტიელები გენერალ მაურიანოს მეთაურობით ცდილობდნენ აღედგინათ რეგიონის კონტროლი, მაგრამ უშედეგოდ. 655 წელს ბიზანტიური სომხეთიც კი შემოიჭრა და არაბებმა დაიკავეს თეოდოსიოპოლისი (არაბული ყალიყალა) და დაამყარეს თავიანთი კონტროლი ქვეყანაზე რსტუნი დამასკოში წაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა 656 წელს და მის ნაცვლად დანიშნეს მისი კონკურენტი ამაზსპ მამიკონიანი. თუმცა, პირველი არაბეთის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე 657 წელს, ქვეყანაში მოქმედი არაბთა უფლებამოსილება შეწყდა და მამიკონიანი თითქმის დაუყოვნებლივ დაუბრუნდა ბიზანტიურ ბატონობას.

ეს მოვლენები გაერთიანებულია არაბულ წყაროებში, 645/646 წლის ერთ კამპანიაში, რომლებსაც გამოტოვებული აქვთ სომხეთის შიგნით მომხდარ ზოგიერთ დეტალს ან ბიზანტიური სუზერენობის აღიარებას და ასახავენ ქვეყანას, როგორც ჰაბიბ ალ-ფიჰრის მოღვაწეობის შემდეგ მტკიცედ არაბულ სუზერენტიზმს. თანამედროვე ისტორიკოსები ზოგადად თვლიან, რომ სებეოსის თანამედროვე მონათხრობი (რასაც ნაწილობრივ ადასტურებს ბიზანტიელი მემატიანე თეოფანე აღმსარებელი) უფრო საიმედოა და შემოთავაზებულია ადრეული არაბთა დარბევის სხვადასხვა რეკონსტრუქცია 640 და 650 წლებში, წყაროების კრიტიკული წაკითხვის საფუძველზე. თუმცა აშკარაა, რომ ქვეყანა ამ დროს არ დაემორჩილა არაბთა მმართველობას.

თუმცა 661 წელს მუავიამ, არაბეთის სამოქალაქო ომის გამარჯვებულმა, ბრძანა სომეხი მთავრები ხელახლა დამორჩილებოდნენ მის უფლებამოსილებას და ხარკი გადაეხადათ, რათა თავიდან აეცილებინათ სხვა ომი. მთავრებმა შეასრულეს მოცემული მოთხოვნა.

სომხეთი სახალიფოს შემადგენლობაში

რედაქტირება
 
არაბთა შემადგენლობაში მყოფი სომხეთი VIII-IX საუკუნეებში

თეოდორუს რშტუნმა და სხვა სომეხმა ნახარარებმა (ბატონებმა) აღიარეს არაბთა მმართველობა სომხეთზე. იმპერატორი კონსტანტი დროდადრო გზავნიდა სომხეთში ჯარებს, მაგრამ ამაოდ. ქალაქ დვინის მეთაური, სმბატი, ვეღარ უძლებდა არაბთა ჯარს, ამიტომაც დაემორჩილა ხალიფა ომარს და დათანხმდა მას ხარკის გადახდაზე.

644 წელს ომარი მოკლა სპარსელმა მონამ და მის ნაცვლად დაინიშნა ხალიფა ოსმანი. სომხების მიერ არაბების მმართველობის მიღებამ გააღიზიანა ბიზანტია. იმპერატორმა კონსტანტმა თავისი კაცები გაგზავნა სომხეთში, რათა დაეწესებინათ ქალკედონიური სარწმუნოება ქრისტიანობისა. მან ვერ მიაღწია წარმატებას თავის დოქტრინალურ მიზანში, მაგრამ ახალმა სომეხმა პრეფექტმა, ჰამაზასპმა, რომელმაც მუსლიმთა მიერ დაწესებული გადასახადები ძალიან მძიმედ მიიჩნია, იმპერატორს დაუთმო.

სომხეთი არაბთა მმართველობის ქვეშ დარჩა დაახლოებით 200 წლის განმავლობაში, ოფიციალურად დაიწყო 645 წელს. ომაიანთა და აბასიანთა მმართველობის მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში სომეხმა ქრისტიანებმა ისარგებლეს პოლიტიკური ავტონომიით და რელიგიური თავისუფლებით, მაგრამ ითვლებოდნენ მეორე კლასის მოქალაქეებად (დჰიმმის სტატუსი). თუმცა ეს თავიდანვე ასე არ იყო. დამპყრობლებმა პირველად სცადეს და აიძულებდნენ სომხებს მიეღოთ ისლამი, რის გამოც ბევრი მოქალაქე გაიქცა ბიზანტიის მიერ კონტროლირებად სომხეთში, რომელიც მუსულმანებმა დიდწილად მარტო თავისუფლად მისი მკაცრი და მთიანი რელიეფის გამო. პოლიტიკამ ასევე გამოიწვია რამდენიმე აჯანყება მანამ, სანამ სომხური ეკლესია საბოლოოდ არ მიიღებდა უფრო დიდ აღიარებას, ვიდრე ბიზანტიის ან სასანიანთა იურისდიქციის ქვეშ. ხალიფამ გუბერნატორებად და წარმომადგენლებად დანიშნა ოსტიკანები, რომლებიც ზოგჯერ წარმოშობით სომხები იყვნენ. მაგალითად, პირველი ოსტიკანი იყო თეოდორუს რშტუნი. ამასთან, 15,000-კაციანი არმიის მეთაური ყოველთვის სომხური წარმოშობის იყო, ხშირად მამიკონიანების, ბაგრატუნების ან არწრუნების ოჯახებიდან, ხოლო რშტუნების ოჯახს ჰყავდა ყველაზე მეტი ჯარი, 10 000 კაცამდე. ისინი ან ქვეყანას იცავდნენ, ან სახალიფოს სხვადასხვა ექსპედიციაში მონაწილეობდნენ. მაგალითად, სომხები დაეხმარნენ ხალიფატს ხაზართა წინააღმდეგ.

 
არაბთაგან გათავისუფლებული სომხეთი IX-X საუკუნეებში

არაბთა მმართველობა შეწყდა მრავალი აჯანყების შედეგად, როდესაც არაბები ცდილობდნენ ისლამის გავრცელებას, ან სომხეთის ხალხისთვის გადასახადების გაზრდას (ჯიზია). თუმცა, ეს აჯანყებები იყო მოკლე და წყვეტილი. მათ არასოდეს ჰქონიათ პან-სომხური ხასიათი. არაბებმა გამოიყენეს მეტოქეობა სხვადასხვა სომეხ ნახარარებს შორის აჯანყებების შესაჩერებლად. ამრიგად, მამიკონიანების, რშტუნების, კამსარაკანებისა და გნუნების ოჯახები თანდათან დასუსტდა ბაგრატუნებისა და არწრუნების ოჯახების სასარგებლოდ. აჯანყებებმა გამოიწვია ლეგენდარული პერსონაჟის, დავით სასუნელის შექმნამ.

ისლამური მმართველობის დროს სომხეთში დასახლდნენ არაბები სახალიფოს სხვა ნაწილებიდან. IX საუკუნისათვის არსებობდა არაბთა ამირების კარგად ჩამოყალიბებული კლასი, მეტ-ნაკლებად ექვივალენტი სომეხი ნახარარებისა.

ამ პერიოდის ბოლოს, 885 წელს, შეიქმნა სომხეთის ბაგრატიდთა სამეფო ანისი, რომლის პირველი მონარქი იყო ქრისტიანი მეფე აშოტ I. ბიზანტიის იმპერია და აბასიდების სახალიფოს სურვილი ეღიარებინათ სამეფოს არსებობა გამომდინარეობდა მათ შორის ბუფერული სახელმწიფოს შენარჩუნების აუცილებლობიდან. განსაკუთრებით სახალიფოსთვის, რომლისთვისაც სომხეთი უფრო სასურველი იყო როგორც ბუფერი, ვიდრე პროვინცია, ბიზანტიის მოკავშირე ხაზართა საფრთხის გამო. აშოტის რეჟიმმა და მისმა მემკვიდრემ მშვიდობის, მხატვრული ზრდისა და ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდი დაიწყო. ეს ეპოქა მოიხსენიება, როგორც მეორე სომხური ოქროს ხანა და ვლინდება აშენებულ ბრწყინვალე ეკლესიებში და იმ პერიოდში შექმნილ ილუსტრირებულ ხელნაწერებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Canard, Marius & Cahen, Claude (1960). "Armīniya". In Gibb, H. A. R.; Kramers, J. H.; Lévi-Provençal, E.; Schacht, J.; Lewis, B. & Pellat, Ch. (eds.). The Encyclopaedia of Islam, New Edition, Volume I: A–B. Leiden: E. J. Brill. pp. 634–640. OCLC 495469456.
  • Dadoyan, Seta B. (2011). The Armenians in the Medieval Islamic World: The Arab Period in Arminiyah, Seventh to Eleventh Centuries. Transaction Publishers. ISBN 9781412846523.
  • Ter-Ghewondyan, Aram (1976) [1965]. The Arab Emirates in Bagratid Armenia. Translated by Nina G. Garsoïan. Lisbon: Livraria Bertrand. OCLC 490638192.
  • Kurdoghlian, Mihran (1996). Hayots Badmoutioun (Armenian History), Volume II (in Armenian). Hradaragutiun Azkayin Ousoumnagan Khorhourti, Athens, Greece. pp. 3–7.
  • Waters, Bella (2009). Armenia in Pictures. Minneapolis, MN: Learner Publishing Group. p. 25. ISBN 9780822585763.
  • Blankinship, Khalid (1994). The End of the Jihad State: The Reign of Hisham Ibn 'Abd al-Malik and the Collapse of the Umayyads. New York: SUNY Press. p. 107. ISBN 0791418278.
  • Herzig, Kurkichayan, Edmund, Marina (2005). The Armenians: Past and Present in the Making of National Identity. Routledge. pp. 42–43.
  • Inc, Ibp (2013-09-01). Armenia Country Study Guide Volume 1 Strategic Information and Developments. Washington, D.C.: Int'l Business Publications. p. 45. ISBN 9781438773827.
  • Hussey, Joan Mervyn (1966). The Cambridge Medieval History: The Byzantine Empire. Cambridge: Cambridge University Press. p. 607.