უსმან იბნ აფანი (გ. 656, მედინა) — მესამე მართლმორწმუნე ხალიფა (644-656 წწ.) არაბთა სახალიფოში, ომაიანების გვარისა. მაჰმადის ერთ-ერთი თანამდგომი.

უსმანის საფლავი.

მისი გამგებლობის დროს სახალიფოს ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. უსმანის დავალებით შეადგინეს ყურანის ოფიციალური რედაქცია. უსმანი მფარველობდა მექის, უმეტესად ომაიან დიდგვაროვნებს, თავის ნათესავებსა და დაახლოებულ პირებს ურიგებდა დიდ სახელმწიფო თანამდებობებსა და მიწის სამფლობელოებს. მოკლეს მისი პოლიტიკით უკმაყოფილო აჯანყებულებმა, რომელთა შორის ალის მომხრე შიიტები ჭარბობდნენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება