სომხეთის საზოგადოებრივი რადიო
სომხეთის საზოგადოებრივი რადიო (სომხ. Հայաստանի հանրային ռադիո) — საზოგადოებრივი რადიოსადგური სომხეთში, რომელიც მაუწყებლობს ულტრამოკლე და საშუალო ტალღების დიაპაზონში[1], საკაბელო რადიოქსელით, ინტერნეტითა და თანამგზავრული კავშირით Eutelsat და HotBird (ევროპა), Eutelsat 36B (ევრაზია), Galaxy 19 (ჩრდილოეთი ამერიკა). რადიოსადგურის საეთერო ბადე შედგება საზოგადოებრივ-პოლიტიკური, საინფორმაციო, კულტურულ-გასართობი, სპორტული და მუსიკალური გადაცემებისაგან.
სომხეთის საზოგადოებრივი რადიო | |
---|---|
ქვეყანა | სომხეთი |
მაუწყებლობის ზონა | ევროპა, აზია, ჩრდილოეთი ამერიკა |
დაფუძნდა | 1926 |
ხელმძღვანელ(ებ)ი | არმან საღატელიანი (აღმასრულებელი დირექტორი) |
საიტი | ვებ-გვერდი |
ლოგოს ფერი | white |
რადიოსადგურის შექმნა
რედაქტირება1925 წლის 23 თებერვალს სომხეთის სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ქალაქ ერევანში რესპუბლიკური მნიშვნელობის რადიოსადგურის შექმნა გადაწყვიტა. საცდელი რადიომაუწყებლობა 1926 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, ხოლო რეგულარული მაუწყებლობა კი 1926-1927 წლებში[2]. 1933 წელს შეიქმნა სომხეთის სსრ-ის სახალხო კომისარების საბჭოსთან არსებული რადიოფიკაციისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტი (სომხეთის სსრ-ის რადიოკომიტეტი), 1957-წლიდან სომხეთის სსრ-ის ტევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი (სომხეთის სსრ-ის სახტელერადიო).
1990-იანი წლების დასაწყისში სომხეთის სახტელერადიო გარდაიქმნა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიად (სომხეთის რესპუბლიკის სტრკ). 1990-იან წლებში სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიამ რადიოს მეორე პროგრამა გაუშვა, თუმცა რამდენიმე წელიწადში ის დაიხურა.
სომხეთის საზოგადოებრივი რადიო - ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი
რედაქტირება2005 წლის 7-8 ივლისს ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში გამართულ ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 56-ე გენერალურ ასამბლეაზე, სომხეთის საზოგადოებრივი ტელე და რადიო კომპანია ამ ეროვნული მაუწყებლების პროფესიული ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2004 წლამდე სომხეთის საზოგადოებრივი ტელე და რადიო კომპანია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ასოცირებული წევრი იყო. ამგვარად, სომხეთის საზოგადოებრივმა რადიომ პროგრამების რეტრანსლირებისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის პროექტებში მონაწილეობის უფლება მიიღო.
საერთაშორისო მაუწყებლობა
რედაქტირებასომხურის გარდა, საზოგადოებრივი რადიოს მაუწყებლობა საერთაშორისო და სომხეთის ეროვნული უმცირესობების ენებზეც მიმდინარეობს. მაუწყებლობა ხორციელდება შემდეგ ენებზე: სომხურ, აზერბაიჯანულ, არაბულ, გერმანულ, ესპანურ, თურქულ, ინგლისურ, რუსულ, სპარსულ, ფრანგულ და ქართულ ენებზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ერევნის რადიოსადგურები
- ↑ Овсепян М. М. Основание общественного радио Армении. Вестник общественных наук, № 2, 2006. Стр. 117-126. ISSN 0320-8117 (სომხურ ენაზე). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-09-07.