სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია
სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია (სომხურად: Հայաստանի Հանրային Հեռուստաընկերություն, ჰაიასტანი ჰანრაიინ ჰერრუსტაინკერუტიუნ 1TV; ასევე ცნობილი როგორც სომხეთის პირველი არხი და არმტივი) — სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელმაც 1956 წლიდან მაუწყებლობს.
სომხეთის პირველი არხი სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია | |
---|---|
ქვეყანა | სომხეთი |
დაფუძნდა | 1956 წელს |
საიტი | http://www.armtv.com/ |
ისტორია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებასომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ისტორია 1955 წლის 5 სექტემბრიდან იწყება, როდესაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მასში შემავალ რესპუბლიკებში 27 საპროგრამო ცენტრისა და ხუთი გადამცემი სადგურის მშენებლობის შესახებ. 1956 წლის 29 ნოემბერს, სომხეთის გასაბჭოების დღეს, სომხური ტელევიზიით პირველი საეთერო პროგრამა გაიშვა.
სომხური ტელევიზიის ოფიციალური გაიხსნა 1957 წლის 9 თებერვალს, როდესაც ტელეარხზე რეგულარული პროგრამების ეთერში გასვლა დაიწყო. იმავე წელს, 1957 წლის 6 აგვისტოს, გაიშვა პირველი ახალი ამბების პროგრამა, სახელწოდებით "კვირის ამბები". თავდაპირველად საინფორმაციო გამოცემა არ იყო პერიოდული, მაგრამ 1958 წლის თებერვლისთვის საინფორმაციო გამოშვება გახდა პერიოდული, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი ამბების რედაქცია.
1957 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს რადიო და სატელევიზიო პროგრამების სახელმწიფო კომიტეტი. 1970 წლის დეკემბერში სსრკ უმაღლესი საბჭოს განკარგულების თანახმად, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტს ეწოდა მთელი კავშირის რესპუბლიკური სახელმწიფო კომიტეტი ტელევიზიისა და რადიოს გაშუქების მხრივ.
1973 წლის მარტში ტელეკომპანიამ დაიწყო მზადება ფერადი გადაცემების გაშვებისთვის. ამ პროცესის დასაწყებად მიიღეს ფერადი მობილური სადგურის, ტელევიზორის წარმოების ლაბორატორიის, ვიდეოჩანაწერების დანადგარების სპეციალისტები. 1973 წლის 1 მაისს სადგურმა პირველი ფერადი გადაცემა გაუშვა ლენინის მოედნიდან პირველი მაისის აღლუმის დროს. თავდაპირველად, ფერადი პროგრამები გადაიცემოდა მხოლოდ მობილური სადგურიდან, ქვეყნის დიდი დღესასწაულებიდან, კონცერტებიდან, სპორტული ღონისძიებებიდან. 1978 წლიდან პირველი და მეორე სომხური არხების პროგრამების ნახევარზე მეტი უკვე ფერადი სახის იყო. 1973 წლის აგვისტოდან დაიწყო პირველი ვიდეო ჩანაწერების გაშუქება, რაც 1978 წელს გადაცემების 70 პროცენტს შეადგენდა.
1977 წლის ნოემბერში აიგო ახალი 311,7 მეტრის (1,023 ფუტი) სიმაღლის სატელევიზიო კოშკი, ასევე "ორბიტა -2" - კოსმოსური საკომუნიკაციო სადგური, რომელმაც მოსკოვიდან გადაიტანა ცენტრალური ტელევიზიის მეორე პროგრამა. 1978 წელს შესაძლებელი გახდა სომხეთში ცენტრალური ტელევიზიის მეოთხე არხის ნახვაც.
1990 წლიდან დღემდე
რედაქტირება1990 წელს, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, ვაზგენ მანუკიანმა, ტელეკომუნიკაციების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა არაკომუნისტი ჰენრიკ ჰოვანისიანი. მან დაიწყო სომხური ტელევიზიის რეფორმაცია, შინაარსობრივი და სტრუქტურული თვალსაზრისით. ეს ცვლილებები ყარაბაღის თავისუფლების მოძრაობის მდგომარეობასა და სსრკ-ს დაშლას უნდა მორგებოდა.
სომხეთმა დამოუკიდებლობა 1991 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. ერთი თვის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სომხეთის კანონს "მასმედიის შესახებ". პირველად სომხეთში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა შესაძლებლობა განვითარებულიყო თავისუფალ და ხელსაყრელ გარემოში.
ქვეყნის ეკონომიკურმა კრიზისმა სერიოზული გავლენა მოახდინა ეროვნული ტელევიზიის ფუნქციონირებაზე. მნიშვნელოვნად შემცირდა შესაძლებლობები და შემცირდა მაყურებელთა რაოდენობა. 1993 წლის ნოემბერ – დეკემბრის მონაცემებით, სატელევიზიო აუდიტორია 27,4% პროცენტს შეადგენდა.
1996 წლის ნოემბერში სომხური ტელევიზიის 40 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ამ პერიოდში გადაცემების ძირითადი ნაწილი იყო გასართობი და კომედიური სახის პროგრამები.
1996 წელს სომხეთის ტელევიზიის მეორე არხი გამოიყო და ცალკე არხი გახდა. მის დირექტორად რობერტ მაისაკალიანი დაინიშნა. მოკლე დროში ,,ნორკმა" შეძლო აუდიტორიის უდიდესი ნაწილის ყურადღების მიპყრობა.
სომხეთის რესპუბლიკის კანონის ,,ტელევიზიისა და რადიოს შესახებ" 2000 წლიდან მოქმედი კანონის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივმა ტელევიზიამ უნდა დაიწყოს ყველა თავისი პროგრამის, ფილმის სომხურ ენაზე გადაცემა. საზოგადოებრივმა ტელევიზიამ პროგრამების სომხურ ენაზე თარგმნა კანონის მიღებამდეც კი დაიწყო.
სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის ახალი გზები და პერსპექტივები 2005 წელს გაიხსნა. სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო აღიარეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის სრულუფლებიან და თანასწორ წევრად ევროპის მაუწყებელთა კავშირის 56-ე გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც დუბროვნიკში გაიმართა 7 და 8 ივლისს. სომხეთმა, როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიურმა წევრმა, მოიპოვა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის უფლება, რომელიც 50 წლის განმავლობაში უკვე ევროპელებისთვის საყვარელ ღონისძიებას წარმოადგენდა. [1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ოფიციალური გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Encyclopedia of the First". 2007-05-04.