სიფონოვანი წყალმცენარეები

სიფონოვანი წყალმცენარეები (ლათ. Siphonophyceae) — მწვანე წყალმცენარეების კლასი, ზოგიერთი სიფონოვანი წყალმცენარეების (კაულერპა) ზომა 0,5 მ აღემატება. თალუსი არაუჯრედული აგებულებისაა (ტიხრების გარეშე), რამდენიმე ბირთვს და მრავალ ქლოროპლასტს შეიცავს, ძაფისებრი ან სფერულია, ან კიდევ დაყოფილია ცილინდრულ და ფოთლისებრ ღეროებად.

სიფონოვანი წყალმცენარეები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Siphonophyceae

სიფონოვანი წყალმცენარეები მრავლდება ვეგეტატიურად, სქესობრივად, იშვიათად უსქესოდ. 30-მდე გვარი აერთიანებს 300-მდე სახეობას. იზრდებიან ძირითადად თბილ ზღვებში. მათ შორის შავ ზღვაში ცნობილია 10-მდე სახეობა. ტროპიკულ ქვეყნებში ზოგიერთ სიფონოვანი წყალმცენარეებს საკვებად იყენებენ. ნამარხი სიფონოვანი წყალმცენარეები გვხვდება ორდოვიციული პერიოდიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება