კაულერპა
კაულერპა (ლათ. Caulerpa) — მწვანე წყალმცენარეების გვარი სიფონოვანთა რიგისა. მოიცავს 60-მდე სახეობას, გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში. მათი თალუსი ერთი მრავალბირთვიანი დიპლოიდური უჯრედია, რომლის მოპირდაპირე კედლები ერთმანეთთან დაკავშირებულია ცელულოზოვანი ხიდაკებით (სიფონოვანი აგებულება). შედგება 1 მ-მდე გაწოლილი დატოტვილი ნაწილისაგან, რიზოიდებისა და 30 სმ-მდე სიგრძის ფოთლის მსგავსი ვერტიკალური ყლორტებისაგან. მრავლდება სქესობრივად (იზოგამია) და ვეგეტატიურად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 439.