სირხისარი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სირხისარი, შერხოთა — კონუსური ფორმის ვულკანური მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების მნაისისწყლისა და კუსიას წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3662 მ. სირხისარზე აქვს სათავე მდინარე მნაისისწყლის მარცხენა შენაკადებს. სირხისარი აგებულია მეოთხეული ანდეზიტური ლავებით. ნიადაგ-მცენარეული საფარი თითქმის არ არის.
სირხისარი | |
---|---|
კოორდინატები: 42°37′51″ ჩ. გ. 44°29′40″ ა. გ. / 42.63083° ჩ. გ. 44.49444° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3662 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტური ლავა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 388.