სირიული მყვარი
სირიული მყვარი (ლათ. Pelobates syriacus) — ამფიბია მყვარისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 9 სმ-მდე. გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, თურქეთში, სირიაში, ისრაელში, ჩრდილოეთ ირანში, აღმოსავლეთ კავკასიაში; საქართველოში — ივრის ზეგანზე, ალაზნის ველზე, ქვემო და შიდა ქართლში. ასევე მიიჩნევა, რომ არსებობს იორდანიაში, ხოლო ალბანეთში, მოლდოვაში, ერაყსა და უკრაინაში მისი სტატუსი უცნობია.
სირიული მყვარი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pelobates syriacus (Boettger, 1889) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 58053 | |||||||||||||||
|