მყვარი (ლათ. Pelobates) — უკუდო ამფიბიების გვარი მყვარისებრთა ოჯახისა. მათთვის დამახასიათებელია ვერტუკალური გუგა, დაფის აპკი არ გააჩნიათ, აქვთ დიდი ზომის ტერფის ბორცვი, კარგად გამოხატული საცურაო აპკი. მყვარის გვარში 5 სახეობაა. გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. ყოფილ სსრკ-ში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი მყვარი (Pelobates fuscus) და სირიული მყვარი (Pelobates syriacus). ეს უკანასკნელი გავრცელებულია ამიერკავკასიაში (საქართველოში ძალზე იშვიათად გვხვდება თბილისის მიდამოებში). მისი სიგრძეა 9 სმ. სხეული ზემოდან ბაცი რუხია, ზოგჯერ მოყვითალო მუქი მწვანე, უსწორმასწოროლაქებიანი. ზრდასრული მყვარი ბინადრობს ხმელეთზე, იკვებება ძირითადად მწერებით. მეტამორფოზი 70-85 დღე გრძელდება.