სირირაჯის სამედიცინო მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სირირაჯის სამედიცინო მუზეუმი ან სიკვდილის მუზეუმი[1] (ტაი. พิพิธภัณฑ์การแพทย์ศิริราช) — სამედიცინო მუზეუმი ბანგკოკში, ტაილანდი. სირირაჯის სამედიცინო მუზეუმი არის ღირებული რესურსი სამედიცინო პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის და ღიაა საზოგადოებისთვის.[2] ეს მუზეუმი შედგება შვიდი მცირე სამედიცინო მუზეუმისგან: სირირაჯ-ბიმუკსტანის მუზეუმი, ელისის პათოლოგიური მუზეუმი, კონგდონის ანატომიური მუზეუმი, სონკრან-ნიიომსანის სასამართლო მედიცინის მუზეუმი, პარაზიტოლოგიური მუზეუმი, დედა-დედოფალ სირიკიტის მუზეუმი და სუდ-სანგვიჩიენის პრეისტორიული მუზეუმის ლაბორატორია.[3]

სირირაჯის სამედიცინო მუზეუმის შესასვლელი

ელისის პათოლოგიური მუზეუმი

რედაქტირება

სირირაჯის საავადმყოფოსთან დაკავშირებული პირველი მუზეუმი, ელისის პათოლოგიური მუზეუმი, დაარსდა ამერიკელი პათოლოგის, პროფესორ დოქტორ ალერ გ. ელისის მიერ, რომელმაც დაიწყო ავადმყოფთა იდენტიფიცირებული ნიმუშების შეგროვება მისი პათოლოგიის კლასებისათვის.[4] მუზეუმში წარმოდგენილია ტაილანდის მოსახლეობისთვის ყველაზე მომაკვდინებელი დაავადებები: გულის დაავადებები, კიბო და სხვადასხვა ტიპის თანდაყოლილი ანომალიები, ასევე მათი სწორი მკურნალობისა და პრევენციის ზომები.

კონგდონის ანატომიური მუზეუმი

რედაქტირება

ადამიანის ანატომიის გაგება მედიცინის შესწავლის საფუძველია. ეს მუზეუმი, სადაც ხელმისაწვდომია 2 000-ზე მეტი ორგანო ანატომიური განათლებისთვის, დოქტორმა ედგარ დევიდსონ კონგდონმა დააარსა. მუზეუმში ნაჩვენებია ადამიანის სხეულის ყველა სისტემის ანატომიური სტრუქტურა, რომლებიც მოიცავს კონცეფციის პერიოდს და რეპროდუქციული ასაკს. გამოფენაზე წარმოდგენილია შობადობის სხვადასხვა ფორმები, ადამიანის სხეულის კუნთების დიაპაზონი, რომელთაგან ყველაზე პატარა წამწამის და ყველაზე დიდი ფეხის ზომა. გამოფენაზე წარმოდგენილია მთელი სხეულის ნერვული და არტერიული სისტემის ოსტატური კვეთა დოქტორ პატაი სირიკარუნის მიერ, ამ ტიპის ექსპონატი ერთადერთია მსოფლიოში.

სუდ-სანგვიჩიენის პრეისტორიული მუზეუმი და ლაბორატორია

რედაქტირება

1960 წელს ანატომიისა და ანთროპოლოგიის სპეციალისტი, დოქტორი სუდ სანგვიჩიენი, შეუერთდა არქეოლოგიურ ექსპედიციას, ჩორაკე-ფუეკის არქეოლოგიურ ძეგლზე, კანჩანაბურის პროვინციაში. ეს ადგილი ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრეისტორიულ არქეოლოგიურ ზონად მიიჩნევა. აქ დოქტორ სუდს მიეცა შესაძლებლობა შეესწავლა ძვლებთან ერთად დამარხული იარაღები, ხელსაწყოები, სამკაულები და თიხის ჭურჭელი. მან ეს ნივთები შეაგროვა, რაც შემდეგ გახდა მუზეუმის პირველი ექსპონატები, 1972 წელს მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებისათვის. მუზეუმი ვიზიტორებს უკან, პრეისტორიულ ტაილანდში აბრუნებს, სადაც გამოფენილია ჰომო ერექტუსის ჩონჩხი, ცნობილი როგორც „ლამპანგის ადამიანი,“ რომელიც დაახლოებით 1 000 000-400 000 წლის წინ ცხოვრობდა.[5] ის „პეკინელი ადამიანის“ თანამედროვე ვერსიად ითვლება. გამოფენაში წარმოდგენილია იარაღები სამი სხვადასხვა ეპოქიდან: პალეოლითი, მეზოლითი და ნეოლითი, რომელთა ასაკი 1 000 000-დან 4 000 წლამდე მერყეობს. მუზეუმში ასევე ნაჩვენებია მძივები, ფერადი ქვები და მოხატული თიხის ჭურჭლის სხვადასხვა დიზაინი.[6]

პარაზიტოლოგიის მუზეუმი

რედაქტირება

დოქტორ ვიჩიტრ ჩაიაპორნმა, ამ მუზეუმის დამაარსებელმა, თავისი პაციენტებიდან შეაგროვა პარაზიტები. ისინი გამოფენილია აქ მათი სიცოცხლის ციკლისა და ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს წარმოჩენით. გამოფენაში წარმოდგენილია პარაზიტების მრავალფეროვნება, რომელთა შორის არიან ისეთები, რომლებიც თვალით არ ჩანს, ასევე ისეთი, რომლებიც ერთ მეტრამდე სიგრძისაა. გარდა ამისა, წარმოდგენილია ინფორმაცია საკვების ტიპების მომზადების პროცესებზე, რომლებიც ხელს უწყობენ პარაზიტების ზრდას, დაავადებების გადამტანი მწერების, შხამიანი ცხოველებისა და პრევენციის ზომების შესახებ.

სონკრან-ნიიომსანის სასამართლო მედიცინის მუზეუმი

რედაქტირება
 
სი ქუეის მუმია

სამედიცინო კრიმინალისტიკა არის სამედიცინო და სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენება არაბუნებრივი სიკვდილის მიზეზების გამოსავლენად. მუზეუმში მინის ვიტრინებში წარმოდგენილია თავის ქალებისა და სხვადასხვა სხეულის ნაწილის ექსპონატები, რომელთაგან მრავალი მკვლელობის მსხვერპლთა ნაშთებია. ეს მტკიცებულებები კრიმინალისტიკურმა პათოლოგმა, დოქტორმა სონგკრან ნიომსანმა, თავის კარიერაში შეაგროვა.

მუზეუმში ინახება თანამედროვე ტაილანდის ისტორიაში პირველი ცნობილი სერიული მკვლელის, სინო-ტაი სი უეი საე უნგის, მუმიფიცირებული ნაშთები. გამოფენაზე მას „სი ქუეი“-ს სახელით მოიხსენიებენ.[7][8] სახელწოდებაში „საე“ აღნიშნავს ჩინური კლანის სახელს, ამ შემთხვევაში უნგის ოჯახს. სი უეი 1927 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ტაილანდში ემიგრაციაში წავიდა. ის მუშაობდა მებაღედ ნოენ ფრაში, რომელიც ბანგკოკიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მას კანიბალს უწოდებდნენ. 1954-1958 წლებში მას ბრალი ედებოდა შვიდი ბავშვის მკვლელობაში, რომლებიც პრაჩუაპქირიქანის პროვინციაში, ნაქონპათომში, ბანგკოკსა და რაიონგში მოხდა. 1958 წელს, მისი დაკავების დროს, იგი ცდილობდა რვა წლის ბავშვის სხეულის დაწვას. მან აღიარა, რომ მოკლა ბავშვი და ამოიღო მისი გული, ღვიძლი და თირკმელები, რომლებსაც მოგვიანებით საკვებად გამოიყენებდა.[9]

ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესის შემდეგ, მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. აპელაციის შედეგად, მეორე ინსტანციამ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1959 წლის 17 სექტემბერს იგი დახვრიტეს. სირირაჯის სამედიცინო სკოლამ მისი სხეული ანატომიური კვლევებისთვის მოითხოვა.[3] ამის შემდეგ ის ბალზამირებული იქნა და სირირაჯის სამედიცინო მუზეუმში გამოფინეს ტაბლეტით, რომელზეც ეწერა „კანიბალი“.[10][11]

სი უეი ბოგიმენის ტიპის პერსონაჟად იქცა, რომელსაც მშობლები და ბებია-ბაბუები ბავშვების დასაშინებლად იყენებდნენ, ხშირად ეუბნებოდნენ: „თუ ცუდად მოიქცევი, სი უეი მოვა და წაგიყვანს.“ მუზეუმში მისი სხეული ექსპოზიციიდან ამოიღეს, რადგან თაპ საკაეს რაიონის მცხოვრებლებმა, სადაც იგი და მისი მსხვერპლთა უმეტესობა ცხოვრობდა, უკმაყოფილება გამოთქვეს.[12] თაპ საკაეს მცხოვრებლებმა ადამიანის უფლებათა ეროვნულ კომისიას განუცხადეს, რომ სურდათ სი უეის ღირსეული დაკრძალვა და გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მისი ექსპონატად გამოფენა შეურაცხმყოფელი იყო.[13] მისი ოჯახის წევრები არ გამოჩენილან მისი სხეულის დასაბრუნებლად, რის გამოც 2020 წლის 23 ივლისს, სი ქუეის სხეული დაწვეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ვატ-ბანგ-პრაეკ-თაიში, ტაძარში, რომელიც ახლოს მდებარეობს იმ ციხესთან, სადაც ის სიკვდილით დასაჯეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Iverson, Kelly. (29 March 2017) Everything You Need to Know About the Death Museum. ციტირების თარიღი: 2020-11-16
  2. „Grisly guidance“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
  3. 3.0 3.1 Chaiyong, Suwitcha (17 June 2019). „Grisly guidance“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 18 June 2019.
  4. Everything You Need to Know About the Death Museum (29 March 2017).
  5. PCL, Post Publishing. „Early Man Of Our Land“. Bangkok Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-12-05.
  6. PCL, Post Publishing. „Early Man Of Our Land“. Bangkok Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-12-05.
  7. แซ่ของคนจีน en (2018-03-13). ციტირების თარიღი: 2019-05-23
  8. โรงเรียนภาษาและภูมิปัญญาตะวันออก OKLS : เรียนภาษาจีน เรียนภาษาญี่ปุ่น เรียนรู้ภาษาตะวันออก เรียนรู้ภาษาโลก - หลักในการเดาแซ่. ციტირების თარიღი: 2019-05-23
  9. RND (27 May 2019). „Mörder im Glaskasten: Thailand streitet über Leichnam im Museum“. Hannoversche Allgemeine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 18 June 2019.
  10. „Hospital removes 'cannibal' sign from Si Quey corpse display“. The Nation. 31 May 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 18 June 2019.
  11. Dillon, Conor (7 March 2012). „Dead Baby Watching at Bangkok's Medical Museum“. Vice. ციტირების თარიღი: 18 June 2019.
  12. „NHRC asked to release Si Quey's body“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 2020-12-05.
  13. „Serial killer Si Quey to be cremated, 6 decades after execution“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 2020-12-05.