სინანთროპი (ლათ. Sinanthropus pekinensis„პეკინელი ადამიანი“) – Homo-ს სახეობა, ახლოს დგას პითეკანთროპთან, მაგრამ უფრო ახალგაზრდაა და უფრო თანამედროვე. აღმოჩენილია ჩინეთში საიდანაც მიიღო სახელწოდება. ცხოვრობდა დაახლ. 600-400 ათასი წლის წინ, გამყინვარების პერიოდში. მისი ტვინის მოცულობაა 800-1200 სმ³. ტვინის მარცხენა ნაწილი, სადაც მდებარეობს მარჯვენა მხარის მამოძრავებელი სისტემა, რამდენადმე დიდია ტვინის მარჯვენა ნაწილთან შედარებით. შესაბამისად, სინანთროპის მარჯვენა მკლავი იყო უფრო განვითარებული, ვიდრე მარცხენა. სიმაღლე - 1,55-1,6 მ. გარდა მცენარეული საკვებისა, ჭამდა ხორცსაც.[1]

სინანთროპი იუნესკომ 1987 წელს აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Б. Байер, У. Бирштайн и др. История человечества 2002 ISBN 5-17-012785-5
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 449
ინგლ.რუს.ფრ.