სირდარიის ცრუდინგნიჩაბა
სირდარიის ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა. ნაკლებად არის შესწავლილი. ბინადრობს მდინარე სირდარიის აუზში. მისი სხეულის სიგრძე 27 სმ აღწევს. ტოფობს გრუნტებზე აპრილის თვეში. მტკნარი წყლის თევზია. გვხვდება მდინარის მოვაკებულ ადგილებში. ყრის დაახლოებით 1500-მდე ქვირითს. უმეტესად იკვებება მწერების ლარვებით. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. უკანასკნელი ეგზემპლარი მოიპოვეს 1978 წელს.
სირდარიის ცრუდინგნიჩაბა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi (Kessler, 1872) | |||||||||||||||
სინონიმები[1][2] | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 18599 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
- ↑ Van Der Laan, Richard; Eschmeyer, William N.; Fricke, Ronald (11 November 2014). „Family-group names of Recent fishes“. Zootaxa. 3882 (1): 1–230. doi:10.11646/zootaxa.3882.1.1. PMID 25543675.