სირაჯიღვინისა და არყის გამყიდველი ვაჭარი. ამ ჯგუფის ვაჭართა გაჩენა გამოიწვია საქართველოში XIX საუკუნის II ნახევარში სავაჭრო მეღვინეობის განვითარებამ. სირაჯი დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებისათვის (თბილისი, თელავი, სიღნაღი, გურჯაანი, გორი, ცხინვალი, დუშეთი). დიდ ქალაქებში (თბილისი) სირაჯები ცალკე ამქარს (ორგანიზაცია) ქმნიდნენ, შედარებით პატარა ქალაქებში (მაგ., სიღნაღი) და სხვა ვაჭრული ელემენტებითურთ ერთ ამქარში ერთიანდებოდნენ.

თბილისში მათი ძირითადი ცენტრი „სირაჯხანა“ იყო. თბილისელ სირაჯებს ღვინო და არაყი კახეთიდან, ქართლიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ. სირაჯები ღვინოს სოფლად შემოდგომით ყიდულობდნენ, ახალდაწერულ ღვინოს კი „იბევებდნენ“ — ქვევრს ბეჭედს დაარტყამდნენ. სირაჯები ღვინით ამარაგებდნენ ქალაქებს, დაბებს, ასევე სოფლებსა და სხვადასხვა ადგილში გაბნეულ სასადილოებს, დუქნებსა და სამიკიტნოებს.

ლიტერატურა

რედაქტირება