სიმონ სტევინი
სიმონ სტევინი (დ. 1548, ბრიუგე, ინგლისი — გ. 1620) — ნიდერლანდელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და სამხედრო ინჟინერი. სტივენის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ისტორიაში ძალიან მცირეა. მის ცხოვრებაზე წარმოდგენას გვიქმნის მხოლოდ მისი მეცნიერული მემკვიდრეობა[10]. ცნობილია რომ იგი 1583 წელს ლეინდენის სუნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ხოლო მოგვიანებით ამავე უნივერსიტეტის მასწავლებელი.
სიმონ სტევინი | |
---|---|
ნიდერლ. Simon Stevin | |
დაბ. თარიღი | 1548[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ბრიუგე, ჩვიდმეტი პროვინცია[9] [8] [2] |
გარდ. თარიღი | არაუადრეს 20 თებერვალი, 1620 და არაუგვიანეს 18 აპრილი, 1620 |
გარდ. ადგილი | ჰააგა, გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[9] [8] |
მოქალაქეობა | ჰაბსბურგების ნიდერლანდები |
საქმიანობა | მათემატიკოსი[8] , ინჟინერი[8] , ფიზიკოსი, ასტრონომი[8] , არქიტექტორი[8] , accountant[8] და კარტოგრაფი[8] |
შვილ(ებ)ი | Hendrik Stevin[8] |
ხელმოწერა | |
მოღვაწეობა
რედაქტირებასტუდენტობის პერიოდში 1585 წელს, გამოქვეყნდა მისი საუცხოო ნაშრომი მათემატიკაში „დესეტინა“, რომლითაც მან ზომა-წონის სისტემაში შემოგვთავაზა ათობითი სისტემა. სწორედ მან შემოიტანა ევროპაში ათწილადი. ასევე სტევინის მნიშვნელოვან შრომათა რიცხვს მიეკუთვნება „სტატიკის საწყისები“ (1586), რომელიც ეხებოდა მყარი და თხევადი სხეულების სტატიკის საკითხებს. ეს ნაშრომი გამორჩეულია თავისი ნათელი გადმოცემით, მკაცრი და ლოგიკური მტკიცებულებებითა და ექსპერიმეტალური მონაცემების სრულიად ახლებური თეორიული დასაბუთებით. სტევინმა ხმარებაში შემოიტანა განტოლებათა უარყოფითი ფესვები, მოცემულ ინტერვალში ფესვის პოვნის ფორმულირების ნიშნები და მისი მიახლოებით განსაზღვრის ხერხები. მანვე ჩამოაყალიბა ჭურჭელში მოთავსებული სხეულებისათვის ჰიდროსატატიკური წნევების კანონი. იგი დიდ ინტერესს იჩენდა მექანიკის საკითხებისადმი და ეს კანონზომიერიც არის, რადგანაც იგი ერთ პერიოდში იყო „ციხე-სიმაგრეების ინსპექტორი“ და “ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მმართველი“.
საინტერესო მეცნიერულ სიახლეს შეიცავს მისი შრომა ფორტიფიკაციის საკითხებზე, რომელიც ჰიდროსტატიკის შესახებ მის პირად მოსასზრებებს და აღმოჩენებს გადმოგვცემს. სტევინი აგრეთვე მუშაობდა ნავიგაციის საკითხზე. მან შეძლო და კომპასის მაგნიტური ისრის დახრილობის დახმარებით შემოიტანა გრძედის განსაზღვრის მეთოდი. მასვე ეკუთვნის ახალი ტიპის ოთხთვალას გამოგონება, რომელიც მოძრაობდა ქარის დახმარებით და მნიშვნელოვან სიჩქარეს ავითარებდა.
თავის დროზე, სტივენის მრავალი მოსაზრება და აღმოჩენა იმდროინდელ მეცნიერთა ყურადღების მიღმა დარჩა, ამიტომ მეცნიერების განვითარებაზე მისმა მიღწევებმა დიდი გავლენა ვერ მოახდინა. თანამედროვე მეცნიერები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სტატიკამ განვითარების მაღალ დონეს სწორდეს სტევინის ნაშრომებში („სტატიკის საწყისები“, 1587) მიაღწია. სტივენი გვევლინება თავისი დროის ახალი ტიპის, ყოველმხრივ ჩამოყალიბებულ მეცნიერად, რომელიც მარტო მათემატიკური მსჯელობით არ კმაყოფილდებოდა. იგი ყოველთვის პრაქტიკული საქმიანობით, ექსპერიმენტული მონაცემების მხედველობაში მიღებით ამაგრებდა საკუთარ თეორიულ მსჯელობას. სტივენის შრომები, ისივე როგორც არქიმედესა და ევკლიდეს შრომები ემყარება რიგ საწყის მდგომარეობებს (აქსიომებსა და პოსტულატებს) და არ საჭიროებს მტკიცებებს.
XVI საუკუნის ბოლოსათვის სტევინმა ხოლო შემდეგ გალილეო გალილეიმ გააუმჯობესეს არქიმედეს მიერ ჩამოყალიბებული მტკიცება ბერკეტის კანონის შესახებ.
აგრეთვე სტევინმა განავითარა სხეულთა წონასწორობის პირობები. კერძოდ, განიხილა წონასწორობის პირობები დახრილ სიბრტყეზე. აღსანიშნავია სტივენის მიერ ჩამოყალიბებული შედეგი: დახრილ სიბრტყეზე მოთავსებულ სხეულზე მოქმედი ჩამომსრიალებელი ძალა იმდენჯერ ნაკლებია ტვირთის წონაზე, რამდენჯერაც დახრილი სიბრტყის სიმაღლე ნაკლებია დახრილი სიბრტყის სიგრძეზე. სტევინმა ასეთი დასკვნით ფაქტობრივად დაასაბუთა მუდმივი ძრავის არსებობის შეუძლებლობა, რაც მისთვის თავიდანვე ნათელი იყო. მან გადაწყვიტა ამოცანა, რომლის ამოხსნა ვერ შეძლო არქიმედემ და სხვებმა. ფაქტობრივად სტევინის ეს მტკიცება თავისი მნიშვნელობით წარმოადგენდა მთელ ეპოქას ფიზიკის განვითარების ისტორიაში.
სტევინმა შეიგრძნო ძალის ვექტორული ხასიათი და პირველმა გამოიყენა ძალების შეკრების გეომეტრიული წესი. სამკუთხედზე ჯაჭვის წონასწორობის პირობების განხილვისას იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თუ სამი ძალა მიმართულებით სამკუთხედის გვერდების პარალელურია, ხოლო მათი ზომები ამავე გვერდების სიგრძეების პროპორციული, მაშინ ისინი იქნებიან წონასწორობაში. ამგვარად დადგინდა ძალის შეკრების წესი. სტევინს ეკუთვნის აგრეთვე მითითება იმის შესახებ, რომ ჭოჭონაქებიან მექანიზმებში ძალაში მოგებას თან ახლავს მანძილში წაგება.
სტევინის ნაშრომებმა ჩაუყარა საფუძველი ჰიდროსტატიკას. მასვე ეკუთვნის არქიმედეს კანონის მტკიცება, რაც შესულია ყველა სახელმძღვანელოში: სითხეში ჩაძირულ სხეულზე მოქმედებს ამომგდები ძალა, რომელიც მოცემული სხეულის მოცულობის ტოლი სითხის წონის ტოლია. სტივენისებური მტკიცების ზუსტი თარგმანი შემდეგნაირია:
„თეორემა VII. ყოველი მყარი სხეული წყალში ნაკლებს იწონის, ვიდრე ჰარში და მისი წონის დანაკარგი მისი მოცულობის ტოლი წყლის წონის ტოლია.“
|
სტევინის მიერ გამოგონილი „ქარის ავტომობილის“ გრავიურა (1600) მიუნჰენის მუზეუმში ინახება. თანამედროვე ხალხთა გაოცებას იწვევს ცნობა იმის შესახებ, რომ სტევინის ამ ოთხთვალას 28 მგზავრით 34 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო და რომ მის უკანა ღერძზე მოწყობილი სპეციალური „საჭით“ ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის უნარი ჰქონდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, გვ. 35-40, თბ, 1980.
- П. И. Лебедев, Исторические опыты по физике М., 1937.
- П. С. Кудрявцев, Курс истории физики, М., 1974.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Simon Stevin
- ↑ Biografisch Portaal — 2009.
- ↑ Union List of Artist Names
- ↑ Digital Library for Dutch Literature — 1999.
- ↑ Swartz A. Open Library — 2007.
- ↑ 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 ECARTICO
- ↑ 9.0 9.1 Стевин Симон / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Dijksterhuis, E. J.: Simon Stevin, Martinus Nijhoff, 's-Gravenhage, 1943 (in Dutch)