ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუდმივი ძრავა (ლათ. Perpetuum Mobile) — წარმოსახვითი მოწყობილობა, რომლითაც მიიღებული ენერგია მასზე დახარჯულ ენერგიაზე მეტია. (მ. ქ. კ. გაცილებით მეტია 100%-ზე)

მუდმივი ძრავების თანამედროვე კლასიფიკაცია

რედაქტირება
  • პირველი ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელსაც შესწევს უნარი იმუშაოს საწვავის ან და სხვა ენერგო რესურსების გამოყენების გარეშე. მათი არსებობა ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის პირველ კანონს, აქედან გამომდინარე ამოქმედების ყველა მცდელობა განწირულია.
  • მეორე ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელიც ამოქმედებისას გარდაქმნიდა მთელ ენერგიას სითბურ ენერგიად, რომელსაც შთანთქამდა ირგვლივ მყოფი სუბსტანციებიდან. ეს კი ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონს, აქედან გამომდინარე, ამოქმედების ყველა მცდელობა განწირულია.
  • მესამე ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელიც გამორიცხავს ხახუნს, ხოლო მოძრაობა შესრულდება მასის ინერციიდან გამომდინარე. თუმცაღა შეუძლებელია ასეთი მანქანის შექმნა, რადგანაც ის იქნება მხოლოდ თავის თავის მამოძრავებელი. ეს ძალიან წააგავს პლანეტათა მოძრაობას, ხახუნი კოსმოსში ნულია, ხოლო პლანეტებს რამხელა მასა აქვთ თავად მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე დიდი მასის წარმოსახვითი მანქანა უფრო მუშა უნდა იყოს ვიდრე მცირე ზომის. თუმცაღა ასეთი მანქანა იმოძრავებდა, მაგრამ მისგან ნებისმიერი ენერგიის მოტაცება მის მოძრაობას ან შეანელებდა ან საბოლოოდ დაასრულებდა. ერთადერთი ენერგიის რაოდენობა რომლის მიღებასაც ჩვენ შევსძლებთ ასეთი მექანიზმიდან ეს იქნება მაქსიმუმ ის ენერგია რომელსაც ჩავდებთ დასაწყისში მის ასამოქმედებლად.

1775 წელიდან პარიზის აკადემიამ მუდმივი ძრავების არარეალისტურობიდან გამომიდნარე გადაწყვიტა რომ აღარ მიეღო გამოგონების დაპატენტებაზე განცხადებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუდმივი_ძრავა“-დან