მარგი ქმედების კოეფიციენტი

მარგი ქმედების კოეფიციენტი, მქკ — სისტემის (მოწყობილობის, მანქანის) ეფექტურობის მახასიათებელი ენერგიის გარდაქმნის ან გადაცემის თვალსაზრისით. განისაზღვრება სასარგებლოდ გამოყენებული ენერგიის შეფარდებით სისტემის მიერ მიღებულ ენერგიის ჯამურ რაოდენობასთან.

გამოისახება ფორმულით:

,

სადაც А — სასარგებლო მუშაობა (ენერგია), ხოლო Q — ჯამურად დახარჯული ენერგია.

თუ მქკ გამოსახულია პროცენტებში, მაშინ აღნიშნული ფორმულა შემდეგნაირად ჩაიწერება:

.

მქკ-ს გამოსათვლელად ენერგიის სხვადასხვა სახეობასა და მექანიკურ მუშაობას გამოსახავენ ერთნაირი ერთეულებით, რომლებიც ემყარება სითბოს მექანიკურ ექვივალენტს და მისთ. ეს საშუალებას იძლევა ერთმანეთს შედარდეს და შეფასდეს სხვადასხვაგვარი სისტემა.

მქკ ყოველთვის არის 1-ზე ნაკლები (გამოისახება წესიერი წილადით ან %-ით) და უგანზომილებო სიდიდეა. მაგალითად: თბოელექტროსადგურების მქკ 35-40%-ია, შიგაწვის ძრავებისა — 40-50%, დიდი სიმძლავრის გენერატორებისა და დინამომანქანებისა — 95%, ტრანსფორმატორებისა — 98%. თბურ ძრავებში ყველაზე დიდი მქკ აქვს კარნოს ციკლით მომუშავე ძრავას.

განასხვავებენ მანქანის ან მოწყობილობის ცალკეული ელემენტის (საფეხურის) მქკ-ს და სისტემაში ენერგიის გარდაქნათა მთელი ჯაჭვის მახასიათებელ მქკ-ს. სისტემის საერთო მქკ ტოლია კერძო ან საფეხურების მქკ-ების ნამრავლისა.

ტექნიკურ ლიტერატურაში მქკ-ს ზოგჯერ ისეთნაირად განსაზღვრავენ, რომ იგი 1-ზე მეტია (მაგალითად თბური ტუმბოს შემთხვევაში).

ლიტერატურა

რედაქტირება