სიმონ კანდელაკი

ქართველი პარაზიტოლოგი, მალარიოლოგი, ტროპიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

სიმონ კანდელაკი (დ. 13 სექტემბერი 1887, კულაში — გ. 25 თებერვალი, 1966, თბილისი) — ქართველი პარაზიტოლოგი, მალარიოლოგი, ტროპიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), ტროპიკულ სნეულებათა მუზეუმის და ტროპიკულ ავადმყოფობათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო დაწესებულებების ორგანიზატორი თბილისში და საერთოდ საქართველოში, სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის ძმა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1913 წელს დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა რომში, ლონდონში, პარიზსა და ჰამბურგში - სპეციალიზებულ დაწესებულებებში. სადისერტაციო შრომა დაიცვა თემაზე „ექსპერიმენტული ლეიშმანიოზები" 1936 წელს. 1921-1938 წლებში იყო ს. ვირსალაძის სახელობის ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1930-1942 წლებში ხელმძღვანელობდა ტროპიკულ სნეულობათა კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო 1935-1938 წლებში ამავე კათედრას ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. კანდელაკი ძირითადად სწავლობდა ტროპიკული მედიცინის პრობლემებს: დაასაბუთა მალარიასთან ბრძოლაში ზოოპროფილაქტიკის წამყვანი როლი; შემოიღო სპლენომეტრიის ორიგინალური მეთოდი; სსრკ-ში პირველმა ეფექტურად გამოიყენა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსური მეთოდი; საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ლეიშმანიოზის ნოზოგეოგრაფიას; აღმოაჩინა ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანის ახალი სახეობა, აგრეთვე ამიერკავკასიის ტკიპისმიერი სპიროქეტოზი და მისი გამომწვევი სპიროქეტა, რომლებსაც ს. კანდელაკის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება