სიმონას დაუკანტასი

სიმონას დაუკანტასი (დ. 28 ოქტომბერი, 1793, კალვიაი, სკუოდასის რაიონი — გ. 6 დეკემბერი, 1864, პაპილე, აკმიანის რაიონი) — ლიტველი ისტორიკოსი, მწერალი, განმანათლებელი. 1825 წელს დაამთავრა ვილნიუსის უნივერსიტეტი. 1825-1834 წწ. მუშაობდა რიგაში, 1835-1851 წწ. პეტერბურგში. იკვლევდა ლიტველი ხალხის ისტორიას („ლიტვის ისტორია უძველესი დროიდან“ და სხვ.). იგი აიდეალებდა ლიტვის ისტორიას, ბატონყმობას გარედან შემოტანილად თვლიდა, ილაშქრებდა ფეოდალური გადასახადების წინააღმდეგ.

სიმონას დაუკანტასი
ლიეტ. Simonas Daukantas
პოლ. Szymon Dowkont
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1793(1793-10-28)[1]
დაბადების ადგილი კალვიაი[2]
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი (6 დეკემბერი), 1864[3] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი პაპილე[2]
საქმიანობა ისტორიკოსი, მწერალი და ლექსიკოგრაფი
მოქალაქეობა ლიტვა
ალმა-მატერი ვილნიუსის უნივერსიტეტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.mle.lt/straipsniai/simonas-daukantas
  2. 2.0 2.1 Даукантас Симонас // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #120401908 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.