სიერა-მორენა
(გადამისამართდა გვერდიდან სიერა მორენა)
სიერა-მორენა (ესპ. Sierra Morena) — მთები ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მესეტის ზეგნის სამხრეთი კიდე. სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრი, სიმაღლე 1322 მეტრამდე (მთა ბანიუელა).[1] უმთავრესად აგებულია კრისტალური ქანებით. წარმოადგენს პლატოსებრ წყალგამყოფს, რომლის სამხრეთი კალთა ციცაბოდ ეშვება გვადალკვივირის ხეობისაკენ და მისი შენაკადებით ღრმად არის დასერილი. შემოსილია მარადმწვანე ბუჩქნარითა და ფართოფოთლოვანი ტყით. მოიპოვება ტყვია, თუთია, პირიტი.
სიერა-მორენა | |
---|---|
ესპ. Sierra Morena | |
სიერა-მორენას ხედი უელვასთან | |
კოორდინატები: 38°22′ ჩ. გ. 3°50′ დ. გ. / 38.367° ჩ. გ. 3.833° დ. გ. | |
ქვეყანა | ესპანეთი |
უმაღლესი წერტილი | მთა ბანიუელა |
სიმაღლე | 1332 მ |
სიგრძე | 400 კმ |
ამგებელი ქანები | კრისტალური ქანები |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 328.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sierra Morena. Peakbagger.com. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2024