სვიანა-როსტიანი
სვიანა-როსტიანი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
სვიანა-როსტიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვეშეთი |
კოორდინატები | 42°27′21″ ჩ. გ. 44°31′43″ ა. გ. / 42.45583° ჩ. გ. 44.52861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1580 მ |
მოსახლეობა | 2[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ხადას ხეობაში. ზღვის დონიდან 1580 მეტრზე. დუშეთიდან 72 კმ.
2020 წელს სვიანა-როსტიანის მიდამოებში (როსტიანების ნამოსახლარი) ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შესწავლილ იქნა ენეოლითის, ადრებრინჯაოს, შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები. სოფლის მიდამოებში მდებარეობს ასევე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები: ზურგიანი კოშკის ნანგრევი, სვიანაანთ ნასოფლარი ეკლესიის ნანგრევებით, სვიანაანთ ციხე-კოშკი, ნაეკლესიარ და ნიში მჟავე წყალთან, როსტიაშვილების საცხოვრებელი სახლი და სხვ.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[3] | 15+21 | 6+8 | 9+13 |
2002[4] | 15 | 9 | 6 |
2014[1] | 2 | 1 | 1 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 316.
- გოგოჭური გ., ღამბაშიძე ი., მურვანიძე ბ., ოთხვანი ნ. “მთიულეთისა და ხევსურეთის 2020 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიში”. 2020 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. თბ. 2021. გვ. 43-49.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/80 დაარქივებული 2023-03-21 საიტზე Wayback Machine. , 7 დეკემბერი 2020.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.