სეფიეთის განძი
სეფიეთის განძი — რომაული ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც აღმოჩნდა 1931 წელს სოფელ სეფიეთში (აბაშის მუნიციპალიტეტი). შემორჩენილია 377 მონეტა. განძის შემადგენლობაში იყო ტრაიანეს (98—117), ადრიანეს (117—138), ანტონინუს პიუსის (138—161), მარკუს ავრელიუსის (161—180), კომოდუსის (180—192), კრისპინას (180), პერინაქსის (193), ნიგერიუსის (193—197), კოლოდიუს ალბინუსის (193—197), სეპტიმიუს სევერუსის (193—211), იულია დომნას (193—217), გეტას (211—212), კარაკალას (211—217), ჰელიაგაბალუსის (218—222), ალექსანდერ სევერუსის (222—235) მონეტები. განძის 365 ეგზემპლარი დენარია, აქედან 118 ცალი მოჭრილია რომში. 158 ცალი — ემესაში (სირია), 11 ცალი დრქმაა და კესარეის ზარაფხანას მიეკუთვნება, 1 — კესარეულ დრაქმის მინაბაძია. განძის გვიანდელი მონეტა მოჭრილია 222 წელს ალექსანდერ სევერუსის სახელით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 304-305.