სესარის დეპარტამენტი
სესარი (ესპ. Departamento del Cesar) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის რეგიონში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლა-გუახირის დეპარტამენტი, დასავლეთით — მაგდალენასა და ბოლივარის დეპარტამენტები, სამხრეთით — სანტანდერის, დასავლეთით კი ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტები. აღმოსავლეთით საზღვარი აქვს ვენესუელასთან. დედაქალაქია ვალიედუპარი.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
სესარის დეპარტამენტი Departamento del Cesar | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | ვალიედუპარი | ||||
კოორდინატები | 9°14′00″ ჩ. გ. 73°31′00″ დ. გ. / 9.23333° ჩ. გ. 73.51667° დ. გ. | ||||
დაარსდა | დეკემბერი, 1967 | ||||
ფართობი | 22 905 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 004 064[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 44 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | gobcesar.gov.co | ||||
რეგიონი თავდაპირველას მრავალი ადგილობრივი ტომით იყო დასახლებული. პირველი ევროპელი, რომელიც დაზვერვის მიზნით მიადგა მის ნაპირებს ესპანელი კაპიტანი პედრო დე ვადილიო იყო. თუმცა რეგიონი 1532 წელს უმოწყალოდ დაიპყრო გერმანელმა ამბროსიო ალფინგერმა. 1550 წელს დაარსდა პირველი სოფელი ვალიე-დე-უპარი.
სესარის დეპარტამენტი ოფიციალურად 1967 წლის 21 დეკემბერს შეიქმნა.
დეპარტამენტის ეკონომიკა ეფუძნება აგრარულ სექტორს, ასევე მნიშვნელოვანია მომსახურების სფერო, კომერცია და სამთო-მოპოვება.
სესარის დეპარტამენტი 25 მინიციპალიტეტისაგან შედგება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.