სერგეი შნუროვი
სერგეი ვლადიმირის ძე შნუროვი (ფსევდონიმი — Шнур; დ. 13 აპრილი, 1973, ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ)[3] — რუსი როკ-მუსიკოსი, პოეტი, კინომსახიობი, ტელეწამყვანი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე. მუსიკალური ჯგუფების, „ლენინგრადისა“ და „რუბლის“ ლიდერი. ტელეარხ RTVi-ის გენერალური პროდიუსერი (2020 წლის 29 ივნისიდან)[4], „ზრდის პარტიის“ თანათავმჯდომარე[5].
სერგეი შნუროვი | |
---|---|
რუს. Сергей Шнуров | |
შნუროვი 2019 წელს | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Шнур |
დაბ. თარიღი | 13 აპრილი, 1973 |
დაბ. ადგილი | ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ |
წარმოშობა | რუსეთი |
ჟანრ(ებ)ი | სკა, სკა-პანკი, ჰარდ-როკი, პანკ-როკი, რუსული შანსონი, ქურდული სიმღერა |
საქმიანობა | მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მსახიობი, მხატვარი, შოუმენი, ტელეწამყვანი, გიტარისტი, როკ-მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, კინო კომპოზიტორი, ბას-გიტარისტი, კონტრაბასისტი, მევიოლინე, მედიამენეჯერი და საზოგადო მოღვაწე |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას-გიტარა, კონტრაბასი, ვიოლინო[1], კლავიშებიანი[2], პერკუსია[2] |
აქტიური | 1991 — ამ დრომდე |
სერგეი შნუროვი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებასერგეი შნუროვი 1973 წლის 13 აპრილს ლენინგრადში დაიბადა. სწავლობდა 564-ე საშუალო სკოლაში[6], შემდეგ ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ არ გაუგრძელებია და სწავლა სარესტავრაციო ლიცეუმში გააგრძელა, რომელიც მეოთხე რანგის ხის ნაკეთობათა რესტავრატორის სპეციალობით დაამთავრა. ლიცეუმის შემდეგ, თეოლოგიურ ინტიტუტში (სასწავლო დაწესებულება, ინგრიის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის პატორებისა და სამრევლო აქტივების გადამზადებისვის) ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც სამი წელი სწავლობდა[7].
მუშაობდა მტვირთავად, საბავშვო ბაღის დარაჯად, მინის მჭრელად, მჭედლად, მედურგლედ, დიზაინერად სარეკლამო სააგენტოში, ვიდეოკლიპების გადაღების ასისტენტად და სხვ[8].
1991 წელს მუსიკოსი გახდა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში როკ-მუსიკით იყო გატაცებული. თავისი მუსიკალური კარიერა დაიწყო პროექტით „ალკორეპიცა“, რომელიც პირველი რუსული ჰარდკორ-რეპ-პროექტი იყო.
1997 წლის 9 იანვარს, შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი „ლენინგრადი“.
2008 წლის 26 სექტემბერს, მუსიკოსმა შექმნა მუსიკალური ჯგუფი „რუბლი“[9].
მუსიკოსი სიმღერებს სკას, პანკ-როკისა და რუსული შანსონის ჟანრში ასრულებს. ის საკუთარ სიმღერებში ყველგან არანორმატიულ ლექსიკას იყენებს. ნიურნბერგში გამართულ კონცერტში სცენაზე შიშველიც კი გამოვიდა. რამდენიმე მსგავსი გამოსვლა ჰქონდა რუსეთში გამართულ კონცერტებშიც.
სერგეი შნუროვი, სხვადასხვა რუსულ ტელეარხზე მუშაობდა ტელე- და თანაწამყვანად. მრავალ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე დაკავებულია აუდიოწიგნების, მულტფილმების, ფილმებისა და სხვათა გახმოვანებით.
2019 წლის თებერვლიდან, რუსეთის სახელმწიფო დუმის ფედერალური კრების კულტურის კომიტეტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრია[10].
დისკოგრაფია
რედაქტირებაჯგუფთან „ლენინგრადი“
რედაქტირებაალბომები
რედაქტირება- 1999 — Пуля
- 1999 — Мат без электричества
- 2000 — Дачники
- 2001 — Маде ин жопа
- 2001 — Пуля +
- 2002 — Пираты XXI века
- 2002 — Точка
- 2003 — Для миллионов
- 2004 — Бабаробот
- 2005 — Huinya (The Tiger Lillies-თან ერთად)
- 2005 — Хлеб
- 2006 — Бабье лето
- 2007 — Аврора
- 2011 — Хна
- 2011 — Вечный огонь
- 2012 — Рыба
- 2012 — Вечерний Ленинград
- 2014 — Пляж наш
- 2014 — Фарш
- 2018 — Всякое
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Leningrad в iTunes
- «Петербург отличный город — только люди говно» — Сергей Шнуров в интервью журналу «Собака.ru»
- «Девяностые — это антигероизм» — Сергей Шнуров о 90-х в интервью Time Out Петербург
- Сергей Шнуров на сайте Киногуру დაარქივებული 2018-09-16 საიტზე Wayback Machine.
- Брэндреализм — арт-проект Сергея Шнурова
- Рубль დაარქივებული 2022-04-02 საიტზე Wayback Machine.
- Ленинград დაარქივებული 2020-09-17 საიტზე Wayback Machine.
- Лейбл ШнурОК
- Шнур и Оксана Акиньшина
- Сергей Шнуров: Я могильщик русского рока, «Newsmusic», 27 марта 2009 года
- Рок-музыкант Сергей Шнуров: «Не думаю, что я испортил поколение», «Новые Известия», 27 марта 2009 г
- Сергей Шнуров на сайте музея современного искусства Эрарта
- СЕРГЕЙ ШНУРОВ:"У КАЖДОГО СВОЙ СРОК" — Газета «Новая Неделя», выпуск 03 ноября 2013 г.
- Внутренняя революция питерского музыканта Сергея Шнурова
- Шнур о России: «Мы как были воинствующими невеждами, так и остались»
- Консервативное несовершенство: визуальная эстетика группы «Ленинград» დაარქივებული 2020-02-04 საიტზე Wayback Machine.
- Реставратор. Как Сергею Шнурову удалось создать главный поп-феномен путинской эпохи
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Сергей Шнуров: Обещал пить каждый день и слово держу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-22. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ 2.0 2.1 Сергей Шнуров — «Лютик» (альбом) скачать бесплатно mp3 | Официальный сайт группы Ленинград | Новые альбомы: «Рыба», «Вечерний Ленинград». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ Биография Сергея Шнурова. РИА Новости (2013-04-13).
- ↑ Шнуров стал генеральным продюсером RTVI // РБК, 29.06.2020
- ↑ Шнуров стал сопредседателем Партии роста. ციტირების თარიღი: 2020-07-17.
- ↑ В Петербурге отремонтировали школу, где учился Сергей Шнуров — Новости строительства Санкт-Петербурга — Канонер. kanoner.com. ციტირების თარიღი: 2018-06-15.
- ↑ Николаевич С. Сергей Шнуров: Главное — создать миф // Сноб. — 05.09.2016. — № 04 (88).
- ↑ Сергей Шнуров отмечает сегодня 45-летие.. ციტირების თარიღი: 2020-06-30.
- ↑ Шнуров назвал условие для продолжения концертов «Ленинграда». ციტირების თარიღი: 2020-06-30.
- ↑ Шнуров стал членом совета при комитете Госдумы по культуре // lenta.ru, 26.02.2019