სერგეი კარიაკინი
სერგეი კარიაკინი (რუს. Серге́й Алекса́ндрович Каря́кин; დ. 12 იანვარი, 1990, სიმფეროპოლი, ყირიმი, უსსრ, სსრკ) — რუსი (ადრე — უკრაინელი) მოჭადრაკე, დიდოსტატი (2003).
12 წლისა და 211 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი და მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში.[1] 2016 წელს მოიგო პრეტენდენტთა ტურნირი და გახდა მოქმედი ჩემპიონის, მაგნუს კარლსენის მოწინააღმდეგე; საჩემპიონო მატჩში „Tie-break“-ში დამარცხდა.[2] 2015 წლის ფიდეს მსოფლიო თასის მსფლობელი.[3] მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში (ასტანა, 2012) და ბლიცში (დოხა, 2016).
უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2005),[4] რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2014),[5] რუსეთის დიდოსტატი (2011).[6]
დაჯილდოებულია III ხარისხის „დამსახურებებისთვის“ [მინიჭებული] ორდენით (2004).[7] არის რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მეექვსე მოწვევის წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1990 წლის სიმფეროპოლში. ჭადრაკის თამაში ხუთი წლის ასაკში ისწავლა. გაწევრიანდა კრამატორსკში მდებარე მომოტის სახელობის საჭადრაკო კლუბში, რომელშიც თავის დროზე თამაშობდნენ ისეთი მოჭადრაკეები, როგორებიც არიან რუსლან პონომარიოვი, ნატალია ზდებსკაია, კატია ლაგნო, ზახარ ეფიმენკო, ალექსანდრე არეშენკო, ანტონ კორობოვი და ანა უშენინა.
2009 წლის 25 ივლისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით მიენიჭა რუსეთის მოქალაქეობა.[8][9]. იმავე წლიდან გახდა რუსეთის საჭადრაკო ნაკრების წევრი. მოქალაქეობის ცვლილება კარიაკინმა ახსნა იმით, რომ ვერ ხედავდა კარიერული განვითარების პერსპექტივებს ყირიმში და თავს ყოველთვის რუსად თვლიდა. მოგვიანებით მან აღნიშნა: „[რუსეთში] გადასვლამდე მე ვიყავი ერთ-ერთი ასობით დიდოსტატისგან, ხოლო შემდეგ — ორი წლის განმავლობაში რეიტინგის ათეულში შევედი გასაოცარი მწვრთნელების, იური დოხოიანის და ალექსანდრე მოტილევის წყალობით“.[10]
2012 წელს გააფორმა კონტრაკტი კომპანია „ალპარისთან“, რომელიც მას დახმარებას უწევდა დევიზით „დავაბრუნოთ საჭადრაკო გვირგვინი რუსეთში“, მაგრამ, 2015, წელს რუსეთში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო პარტნიორობა შეწყდა,[11] თუმცა, მოგვიანებით, კვლავ განახლდა.[12]
2013 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი სპეციალობით „სოციალური პედაგოგიკა“.
2016 წელს, პრეს-კონფერენციაზე კარიაკინმა განაცხადა, რომ ხელს აწერდა კონტრაქტს „კასპერსკის ლაბორატორიასთან“. IT-უსაფრთხოებისთვის საჭირო პროგრამების დამამზადებელი კომპანია იმ დღიდან არის კარიაკინის ოფიციალური სპონსორი. „დღეიდან კასპერსკი იცავს ჩემს კომპიუტერს“, — დაამატა კარიაკინმა.[13]
საზოგადოებრივი მოღვაწეობა
რედაქტირება2017 წლის მარტში გახდა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებით. არის ფიზკულტურისა და ცხოვრების ჯამრთელი სტილის პოპულარიზაციის კომისიის წევრი.[14]
რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ვლადიმერ პუტინის მინდობილი პირი.[15]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2009 წლის 24 ივლისს დაქორწინდა ჭადრაკის საერთაშორისო ოსტატ, უკრაინელ ეკატერინე დოლჟიკოვაზე (დ. 1988); მოგვიანებით, ისინი დაშორდნენ.[16]
2014 წლის 17 მაისიდან მისი მეუღლე გალია კამალოვა (დ. 1987), რომელიც მოსკოვის საჭადრაკო ფედერაციის მდივნად მუშაობდა.[17] 2015 წლის მიწურულს წყვილს გაუჩნდა შვილი ალექსეი,[18], 2017 წლის 27 ივლისს მეორე შვილი მიხეილი.[19][20] . აღმსრალებლობით არის მართლმადიდებელი,[21] ცხოვრობს მოსკოვში.[22]
სპორტული მიღწევები
რედაქტირებაარის მსოფლიოს და ევროპის საბავშვო თუ საჭაბუკო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული.
აგრეთვე არის რამდენიმე „მსხვილი“ ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი: XXXVI საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი უკრაინის შემადგენლობაში (2004), 2010 წელს რუსეთის შემადგენლობაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. თავის დაფაზე აჩვენა საუკეთესო შედეგი, 10 ქულიდან 8 (+6-0=4) და მიიღო პირველი ინდივიდუალური პრიზი. არის რუსეთის ჩემპიონი კლუბ „Томск-400“-ის შემადგენლობაში, საუკეთესო შედეგით პირველ დაფაზე (2012). მსოფლიოს ჩემპიონი რუსეთის შემადგენლობაში (თურქეთი, 2013). რუსეთის ჩემპიონი გუნდ „Малахит“-ის შემადგენლობაში (2014).
მსოფლიოს თასის 2007 წლის ნახევარფინალისტი. რიგი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული — ალუშტა (2002, 2005), ვეიკ-ან-ზე (2005, 2013), სტარვანგერი (2014).
2016 წლის ნოემბრიდან არის მიხეილ ჩიგორინის მსოფლიოს ჩემპიონებზე გამარჯვებულთა სიმბოლური კლუბის წევრი.
მატჩი მაგნუს კარლსენთან
რედაქტირება2016 წლის 28 მარტს გაიმარჯვა პრეტენდენტთა ტურნირში და შესაბამისად, მიიღო უფლება, ეთამაშა მატჩი მსოფლიოს ჩემპიონობისთქვის მოქმედ ჩემპიონ, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენთან.
2016 წლის 11-30 ნოემბერს მონაწილეობდა საჩემპიონო მატჩში კარლსენის წინააღმდეგ. 12 პარტიაში, რომელიც მოჭადრაკეებმა დროის კლასიკური კონტროლით ითამაშეს, გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. ორივემ ერთ-ერთი პარტია მოიგო, დანარჩენებში საყაიმო შედეგი დაფიქსირდა. „Tie-Break“-ში, კარლსენმა და კარიაკინმა ითამაშეს ოთხრი სწრაფი ჭადრაკის პარტია. პირველ ორში კარიაკინმა შეძლო და რთული პოზიციიდან კარლსენს ყაიმი გამოსტყუა, თუმცა დანარჩენ ორში დამარცხდა და შესაბამისად მატჩში წააგო. ტიტული მაგნუს კარლსენმა შეინარჩუნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Профиль на Сайте Общественной палаты России
- Карякин: у меня впереди три-четыре самых важных месяца в карьере
- Валерій Мартинів. Стиль вундеркінда. № 47. 2004
- Карякін прийняв російське громадянство. დაარქივებული 2009-10-04 საიტზე Wayback Machine. Чемпіон
- chessgraphs.com rating history for Sergey Karjakin, graphed in comparison to other top chess players
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ChessBase.com — Chess News — Chess prodigies and mini-grandmasters(ინგლისური)
- ↑ Выход Карякина и Каруаны. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-31. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
- ↑ FS. Baku World Cup. bakuworldcup2015.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-05. ციტირების თარიღი: 2015-10-05.
- ↑ Головна — Українське радіо 15-річному шахісту із Сімферополя Сергію Карякіну присвоєно звання заслуженого майстра спорту України. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-11-03.
- ↑ Наградные приказы — Министерство спорта Российской Федерации Приказ Минспорта России от 15 декабря 2014 г. № 177-нг. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-24. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
- ↑ Наградные приказы — Министерство спорта Российской Федерации Приказ Минспорта России от 30 ноября 2011 г. № 164-нг. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-24. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
- ↑ Указ Президент України від 4 листопада 2004 року № 1373/2004 «Про відзначення державними нагородами України»
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 25 июля 2009 года № 856
- ↑ Сегодня - Спорт. Карякин уже россиянин. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-04.
- ↑ Гроссмейстер Карякин назвал причины замены украинского гражданства на российское. Лента.ру (2016-03-30).
- ↑ Кирилл Зангалис (8 октября 2015). „Сергей Карякин: «Финал Кубка мира войдёт в историю»“ (რუსული). «Спорт-Экспресс». ციტირების თარიღი: 2015-10-11. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Вернём шахматную корону России.
- ↑ „Касперский поддержал Карякина“. ციტირების თარიღი: 2016-12-13.
- ↑ Шахматист Карякин вошёл в состав Общественной палаты // РБК, 20 марта 2017
- ↑ Кто ещё будет агитировать за Владимира Путина - фото Ведомости, 22.01.2018
- ↑ Sergey Karjakin and Kateryna Dolzhikova get married - Chessdom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-11. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
- ↑ Сергей и Галия. Шахматная свадьба.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-12. ციტირების თარიღი: 2018-11-04.
- ↑ СЕРГЕЙ КАРЯКИН Персона Дня - 12.01.2016. РШФ (12 января 2016). ციტირების თარიღი: 2016-04-10.
- ↑ Гроссмейстер Сергей Карякин во второй раз стал отцом
- ↑ Знакомьтесь! Михаил Карякин, наш с @GaliyaChess младший сын! Всех поздравляет с наступающим Новым Годом!
- ↑ KC-конференция с Сергеем Карякиным | Crestbook. www.crestbook.com. ციტირების თარიღი: 2016-03-24.
- ↑ Der Spiegel: реванш Карякина удался. RT (2016-12-31). ციტირების თარიღი: 2017-01-02.