ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სერგეი დიაჩენკო (დ. 6 ოქტომბერი, 1898, ნოვაია-ბასანი, კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 21 იანვარი, 1992, კიევი) —1992 წლის 21 იანვარი, კიევი) — უკრაინელი საბჭოთა მიკრობიოლოგი, ვირუსოლოგი, ინფექციონისტი, მიკრობიოლოგიის ისტორიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1945), უკრაინის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).[1]

სერგეი დიაჩენკო
უკრ. Дяченко Сергій Степанович
დაბ. თარიღი 6 ოქტომბერი 1898
დაბ. ადგილი კიევის გუბერნია რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 21 იანვარი 1992 (93 წლის)
გარდ. ადგილი კიევი, უკრაინა
დასაფლავებულია ბაიკოვის სასაფლაო, კიევი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
უკრაინის დროშა უკრაინა
საქმიანობა მიკრობიოლოგი, ვირუსოლოგი
ინფექციონისტი
მუშაობის ადგილი ა. ბოგომოლეცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ა. ბოგომოლეცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი მ. ნეშჩადიმენკო
განთქმული მოსწავლეები ვლადიმერ შირობოკოვი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941)
სამეცნიერო წოდება პროფესორი
ჯილდოები უკრაინის სსრ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

სერგეი  დიაჩენკო დაიბადა 1898 წლის 6 ოქტომბერს კიევის გუბერნიის სოფელ ნოვაია ბასანში. 1919 წელს დაამთავრა ჩერნიგოვის ზემსტვოს სამედიცინო საფერშლო სკოლა (ახლანდელი ჩერნიგოვის საბაზო სამედიცინო კოლეჯი), შემდეგ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სანიტარულ ინსპექტორად და ფერშლად ეპიდემიასთან ბრძოლის განყოფილებაში. 1922-1927 წლებში სწავლობდა კიევის სამედიცინო ინსტიტუტში (ამჟამად ა. ბოგომოლეცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი).[2]

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ ნეჟინის ინფექციურ საავადმყოფოში სტაჟიორად და ამავე დროს, სანიტარულ ექიმად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ნეჟინის სახალხო განათლების ინსტიტუტში.

1929 წლის ბოლოს გაიარა სტაჟირება მიკრობიოლოგიაში კიევის სანიტარულ და ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტში, რის შემდეგაც მიიწვიეს სამეცნიერო სამუშაოზე. ინსტიტუტში მუშაობდა 1963 წლამდე, იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომში — ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ანტიგენური ლაბორატორიის, მიკრობიოლოგიური განყოფილების გამგე და სამეცნიერო კონსულტანტი, ხოლო 1943-1951 წლებში — დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

1935 წლიდან მუშაობდა კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის განყოფილებაში: ასისტენტად, შემდეგ კათედრის დოცენტად. 1936 წელს მას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1941 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მისი სამეცნიერო მრჩეველი გახლდათ განყოფილების ხელმძღვანელი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი მარკ ნეშჩადიმენკო.

1938 წელს დააკავეს ცრუ ბრალდებით, თითქოს ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას.  ომამდე გაათავისუფლეს მტკიცებულებების არარსებობის გამო.

1943 წლის დეკემბერში აირჩიეს კიევის სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური და პედიატრიული ფაკულტეტების მიკრობიოლოგიის განყოფილების გამგედ. 1936 წლიდან ამ ინსტიტუტში ორი მიკრობიოლოგიის განყოფილება ფუნქციონირებდა. კიდევ ერთი სამედიცინო ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიოდა. 1944 წლის 14 ნოემბერს რამდენიმე კათედრა გაერთიანდა, რომლის ხელმძღვანელი სერგეი  დიაჩენკო გახდა. ხსენებულ კათედრას ხელმძღვანელობდა 1973 წლამდე.  სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი სამეცნიერო კონსულტანტი.

სერგეი  დიაჩენკო გარდაიცვალა 1992 წლის 21 იანვარს კიევში, დაკრძალეს ბაიკოვის სასაფლაოზე.

სამეცნიერო მიღწევები

რედაქტირება

სერგეი დიაჩენკოს სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნებოდა ნაწლავის ჯგუფის პათოგენური მიკროორგანიზმების ანტიგენური სტრუქტურის შესწავლას, კერძოდ, მუცლის ტიფის გამომწვევი აგენტის ვირულენტურ ანტიგენს; ზოგიერთი ინფექციური დაავადების ეტიოლოგიის შესწავლას; მიკრობიოლოგიური და ვირუსოლოგიური დიაგნოსტიკის მეთოდების შემუშავებას, მათი გამოყენების გამოცდილების განზოგადებას; ზოგიერთი მექანიზმის იმუნიტეტის შესწავლას; მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ფილოსოფიური საკითხების გააზრებას;  უკრაინაში მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესწავლას.[3]

სერგეი დიაჩენკომ ჯამში  დაწერა 223 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან საყოველთაოდ ცნობილია: "ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის მიკრობიოლოგიური მეთოდები" და "ადამიანის პათოგენური ვირუსები", 12 მონოგრაფია, მათ შორის "ცერებროსპინალური მენინგიტი" და 8 პოპულარული სამეცნიერო წიგნი.

სერგეი დიაჩენკოს მიენიჭა სამთავრობო ჯილდოები. მრავალი წლის განმავლობაში იგი გახლდათ რესპუბლიკური საზოგადოება "ცოდნის" საბჭოს და საზოგადოება "უკრაინის" სამედიცინო განყოფილების წევრი, უკრაინის მიკრობიოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და ინფექციონისტთა საზოგადოების პრეზიდიუმის, აკადემიური მედიცინის, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოს, „მიკრობიოლოგიური ჟურნალის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.

კიევში, ბრესტ-ლიტოვსკის გამზირზე, 34, ა. ბოგომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის სანიტარიულ-ჰიგიენური შენობის ფასადზე, დამონტაჟებულია მემორიალური დაფა წარწერით: ”1967 წლიდან 1992 წლამდე აქ მუშაობდა“ გამოჩენილი მეცნიერი, პროფესორი სერგეი სტეპანოვიჩი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Чернігівська обласна універсальна наукова бібліотека ім. В. Г. Короленка. «Дяченко Сергій Степанович» (უკრ.)
  • Сергей Степанович Дяченко (К 90-летию со дня рожд.) // ВД. 1988. № 10; Дяченко Н., Широбоков В. Український мікробіолог С. С. Дяченко // Агапіт. 1998. № 9–10; Дерзать науку. К., 1998. (რუს.)
  1. НАЦИОНАЛЬНЫЙ МЕДИЦИНСКИЙ УНИВЕРСИТЕТ ИМЕНИ А. А. Богомольца. Кафедра микробиологии, вирусологии и иммунология. ИСТОРИЯ КАФЕДРЫ (რუს.)
  2. НАЦІОНАЛЬНИЙ МЕДИЧНИЙ УНІВЕРСИТЕТ ІМЕНІ О. О. БОГОМОЛЬЦЯ. КАФЕДРА МІКРОБІОЛОГІЇ, ВІРУСОЛОГІЇ ТА ІМУНОЛОГІЇ. ІСТОРІЯ КАФЕДРИ Архівовано 2 лютого 2018 у Wayback Machine.(უკრ.)
  3. Енциклопедія сучасної України. В. П. Широбоков. «Дяченко Сергій Степанович» Архівовано 22 грудня 2017 у Wayback Machine. (უკრ.)