სერბთა რესპუბლიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემია
სერბთა რესპუბლიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემია (სერბ. Академија наука и умјетности Републике Српске, АНУРС / Akademija nauka i umjetnosti Republike Srpske, ANURS) — უმაღლესი სამეცნიერო და კულტურული წარმომადგენლობითი დაწესებულება სერბთა რესპუბლიკაში. დაარსდა 1996 წელს. მოიცავს ოთხ განყოფილებას: სოციალური მეცნიერებების, ლიტერატურის და ხელოვნების, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური და ტექნიკური მეცნიერებების და სამედიცინო განყოფილებები. აღნიშნული აკადემიური დაწესებულების მთავარი მიზანია სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების განვითარება და ხელშეწყობა. ამჟამად, იგი ბანია-ლუკაში მდებარეობს.
სერბთა რესპუბლიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემია სერბ. Академија наука и умјетности Републике Српске | |
---|---|
აბრევიატურა | АНУРС; ANURS |
შეიქმნა | 1996 |
ტიპი | ეროვნული აკადემია |
მიზანი | მეცნიერება, ხელოვნება, |
შტაბ-ბინა | ბანია-ლუკა, სერბთა რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა |
მდებარეობა |
1996-1999 — ისტოჩნო სარაევო 1999-დღემდე — ბანია-ლუკა |
ენა | სერბული ენა |
მდივანი | დრაგოლიუბ მირიანიჩი |
პრეზიდენტი | რაიკო კუზმანოვიჩი[1] |
მთავარი ორგანო | აკადემიის პრეზიდენტობა |
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
კავშირები | საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[2] |
www.anurs.org |
ამჟამად, სერბთა რესპუბლიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემიას, რაიკო კუზმანოვიჩი ხელმძღვანელობს, მისი მოადგილეა ლუბომირ ზუკოვიჩი, ხოლო გენერალური მდივანი — აკადემიკოსი დრაგოლიუბ მირიანიჩი. განყოფილებების გარდა, აკადემია მოიცავს კომიტეტებს, ცენტრებსა და ინსტიტუტებს, სადაც დაახლოებით 150 მეცნიერია დასაქმებული.
1993 წელს, სერბთა რესპუბლიკის გენერალურმა ასამბლეამ, მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის შესახებ კანონი გამოსცა, თუმცა, იგი 1996 წელს დაარსდა. დამფუძნებელი კრება 1996 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა, იაჰორინას მთაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში. ასამბლეას ესწრებოდა 65 გამოჩენილი მეცნიერი, მათ შორის, სერბეთის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ხელმძღვანელი — ალექსანდრ დესპიჩი და აკადემიკოსები — დრაგუტინ ვუკოტიჩი და ჩედომირ პოპოვი. აკადემიის პირველი ხელმძღვანელი, პეტარ მანდიჩი გახდა. 1999 წლამდე, იგი ისტოჩნო-სარაევოში მდებარეობდა.
პრეზიდენტების სია
რედაქტირებაName | Period |
---|---|
პეტარ მანდიჩი | 1996–1999 |
სლავკო ლეოვაჩი | 2000 |
ვასლინ პერიჩი | 2000–2003 |
მილან ვასიჩი | 2003 |
რაიკო კუზმანოვიჩი | 2004–დღემდე |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Kuzmanović, Rajko; Mirjanić, Dragoljub (2005) The Republic of Srpska - Tenth Years of the Dayton Peace Agreement. Academy of Sciences and Arts of the Republika Srpska, გვ. 19. ISBN 978-99938-631-9-9. „ACADEMICIAN RAJKO KUZMANOVlC, PRESIDENT OF ANURS“
- ↑ https://web.archive.org/web/20221009095816/https://council.science/members/online-directory/