სემუელ ტარლი (ინგლ. Samwell Tarly) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ჯონ ბრედლიმ.

თავდაპირველად პერსონაჟი გამოჩნდა 1996 წელს გამოცემულ წიგნში „სატახტოთა თამაში“. სემი არის ლორდ რენდის ტარლისა და ლედი მელის ფლორენტის უფროსი ვაჟი. ის იყო თვითგამოცხადებული მშიშარა, რომელსაც ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა. როდესაც ის 15 წლის გახდა მამამ აიძულა, რომ უარი ეთქვა მემკვიდრეობაზე და ღამის საგუშაგოს წევრი გამხდარიყო, რადგან მისი უმცროსი ძმა დიკონ ტარლი გამხდარიყო მემკვიდრე. კედელზე მსახურობისას მან გაიცნო თავისი საუკეთესო მეგობარი ჯონ სნოუ. შემდგომში ის გამოჩნდა წიგნში „მეფეთა ჯახი“ (1998), მოგვიანებით კი გახდა ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, რომელსაც ჰქონდა ცალკე ეპიზოდები რომანებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000) და „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005).

პერსონაჟის აღწერა

რედაქტირება

სემუელ ტარლის ჰყავს ოთხი და-ძმა, რომელთაგან ორი უცნობია. მისი დედის ლედი მელის ფლორენტის მეშვეობით მას ნათესაური კავშირი აქვს ბარათეონებთან. მას აქვს მუქი თმა, ფერმკრთალი თვალები და დიდი მთვარის ფორმის სახე და ძალიან მსუქანია. ჯონ სნოუ თავდაპირველად ამბობს, რომ სემი ყველაზე მსუქანი ბიჭია, ვინც კი ოდესმე უნახავს და თვლის რომ ის ოც ქვას იწონის (130 კგ; 280 ფუნტი).

ნაზ ახალგაზრდას, სემუელს უყვარს მუსიკა და სიმღერები, ურჩევნია წიგნები იარაღს, ეშინია სისხლისა და ძალადობის, რითაც მამის ძლიერი ზიზღი დაიმსახურა. სემუელის წლების იმედგაცრუებების შედეგად, რენდილის დიდი ყურადღება მიიპყრო მისი უფრო პერსპექტიული უმცროსი ვაჟის დიკონის მომავალმა, რომელმაც აჩვენა მისი მთელი ფიზიკური ძალა, რომელიც სემს აკლდა, ამიტომაც გადაწყვიტა მისი მემკვიდრე დიკონი გამხდარიყო. სემის მეთხუთმეტე დაბადების დღეზე რენდილმა აიძულა უარი ეთქვა მემკვიდრეობაზე და უარის თქმის შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა. შავციხეში მისვლის შემდეგ, სემუელს აბუჩად იგდებდნენ მისი ჭარბი წონის გამო და ხშირად უწოდებდნენ „სერ გოჭს“. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეგობრებისგან განსხვავებით ნაკლებად ბრძოლისუნარიანი და მხდალია, სემველი არის უაღრესად ინტელექტუალური, დაკვირვებული ადამიანი, რისი საშუალებითაც ის გახდა მეისტერ ეიმონის და მოგვიანებით მისი საუკეთესო მეგობრის ჯონ სნოუს სანდო მეწყვილე. მეოთხე წიგნში სემი გაგზავნილია ჯონის მიერ ძველი ქალაქის ციტადელში, სადაც მიიღეს ახალბედა სტაჟიორად, რომელსაც მეთვალყურეობს არქიმესტერ მარვინი და თანამებრძოლი ალერასი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
  • ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
  • ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება